NDI: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს 9% ენდობა

ფოტო: GPB / Facebook
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიტს (NDI) მიერ 2017 წლის დეკემბერში საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი ენტობა. ეს მაჩვენებელი, ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2016 წლის ივლისში 18 პროცენტი იყო.
რაც შეეხება იმედსა და რუსთავი 2-ს, მათი ნდობის მაჩვენებელი თანაბარია და 46-46 პროცენტს შეადგენს.
არცერთ ტელეარხს არ ენდობა მოსახლეობის 19 პროცენტი. ტვ პირველის ნდობის მაჩვენებელი 4 პროცენტია, მაესტროსი კი - 3.

ფოტო: NDI
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კვლევა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა, პირისპირ ინტერვიუთი გამოიკითხა 2 298 ადამიანი (გამოპასუხება 48%). კვლევაში მონაწილე პირები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩნენ, ცდომილება კი - 1,9 პროცენტია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები