რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს
რადიო თავისუფლების (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ On.ge-ს ინფორმაცია თავად კაკაბაძემ დაუდასტურა.
კაკაბაძის თქმით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:
"როცა ერთხელ ხდება კონფლიქტი, უფროსობასა და შენს შორის უთანხმოებები წარმოიშობა, მერე უფრო ადვილია, ყოველ წვრილმანზე შეიძლება მოგედაონ და ასეთი რაღაცები ხდებოდა. სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამ კონკრეტულ ხალხს, ვინც ახლა რადიოს ხელმძღვანელია, არ უყვარს, როცა ეკამათებიან, არ ეთანხმებიან."
დავით კაკაბაძის თქმით, ახლანდელი ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, რეიტინგს აქცევს ყურადღებას და ქართული სამსახურის რუსთავი 2-თან თანამშრომლობის მომხრე იყო.
"იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს საქართველოს მედია გარემოა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი პარტნიორები, რომლებიც ნაკლებად არიან ასოცირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან," - ამბობს კაკაბაძე და ამატებს, რომ ამ საკითხზე ქართულ სამსახურში სრული ერთსულოვნება იყო.
ამასთან, დავით კაკაბაძე აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის არსებობის უფლებას ეჭვქვეშ არ აყენებს და იცის, რომ არც ყოფილი პარტნიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო 100 პროცენტით დამოუკიდებელი. მისივე განცხადებით, მიუხედავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალი რეიტინგისა, მასთან თანამშრომლობით რადიო თავისუფლებამ აჭარის მაუწყებელს მიუკერძოებლობისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა:
"ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის, რომ ასეთი მხარდაჭერა გამოხატა საზოგადოებამ. საბოლოოდ ეს არის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. მე გამათავისუფლებენ თუ არა, მთავარია ჩვენი მისია, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ანალიტიკურობა და ის ინფორმაცია, რომელიც აკლია იმ ქვეყნებს, სადაც პრესა არ არის სრულიად თავისუფალი."
On.ge-ს კითხვაზე, თუ რას აპირებს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილი დირექტორი, დავით კაკაბაძე პასუხობს:
"ჯერჯერობით ფიქრიც არ მინდა, მინდა დავისვენო ამ ყველაფრისგან. შვებასაც კი ვგრძნობ გარკვეულწილად, რადგან ძალიან მძიმე იყო ეს ბრძოლის პერიოდი."
RFE/RL-ის სათაო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ რამდენიმე დღის წინ, 23 იანვარს გახდა ცნობილი. 25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები