ილონ მასკის ხომალდი მზის ორბიტაზე ტესლას წითელ მანქანას გაიყვანს
რამდენიმე საათში ილონ მასკის კომპანია გიგანტურ რაკეტა Falcon Heavy-ს გაუშვებს. თბილისის დროით, SpaceX პირდაპირ ეთერს 22:30-ზე დაიწყებს და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
Falcon Heavy კომპანიის მიერ დამზადებული ყველაზე დიდი რაკეტაა და მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. ამ რაკეტის ტვირთი მასკის 2008 წლის წითელი Tesla Roadster იქნება. წითელი ფერი კომპანიის ამბიციებზე მიუთითებს, რომელსაც უნდა, რომ ერთ დღეს წითელ პლანეტა მარსზე ადამიანები გადაასახლოს.
„წითელი მანქანა წითელი პლანეტისთვის“ - თქვა ილონ მასკმა დეკემბრის დასაწყისში.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასკის თქმით, დიდი შანსია იმისა, რომ Falcon Heavy აფეთქდეს და ნაწილებად დაიშალოს, სანამ ის დანიშნულების ადგილს მიაღწევს.
თუ ეს ფაქიზად კოორდინირებული სივრცული „ბალეტი“ იმუშავებს, მასკის ძველი მანქანა მზესა და მარსს შორის ჰიპერბოლურ ორბიტაზე იმოძრავებს.
„რაკეტის ტვირთი Space Oddity-ს დაუკრავს, მარსის მილიარდ წლოვან ელიფსურ ორბიტაზე“ - თქვა მასკმა დეკემბერში.
ორშაბათს მან მანქანის ფოტოც კი დაპოსტა, რომელშიც მძღოლად მანეკენი იჯდა და მას Starman უწოდა.
განახლება: გაშვება რამდენიმე საათით გადაიდო. SpaceX-ის ინფორმაციით, რაკეტა 00:05-ზე აფრინდება თბილისის დროით.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები