საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბახალას, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი, ახლა უკვე ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე წაუყენა. როგორც შსს-ში ამბობენ, ბახალასთვის და კიდევ სამი პირისთვის ბრალის წაყენებით საქართველოში სუბოტექსის შემცველი 900 აბის შემოტანის საქმე გახსნეს.

უწყების განმარტებით, იმ პირებმა ვისაც ბრალი წაეყენათ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რეანომობილით საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები უნდა შემოეტანათ.

"2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება", - აღნიშნავენ შსს-ში.

ბახალა ახლა ციხეშია. მას სხვა საქმეზე, 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი ბუპრენორფინის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: