შსს: ქუთათელაძის საქმის მოწმის, მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ვახორციელებდით
შსს აცხადებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმის ერთ-ერთი მოწმის, მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.
უწყების ინფორმაციით, ფარული მოსმენა ხორციელდებოდა რუსთავის სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების საფუძველზე, 6 აპრილამდე. ხოლო, 20 აპრილს სასამართლოს განჩინებით, აუდიო-ვიდეო ტექნიკის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.
შსს-ს ცნობით, 20 აპრილს რუსთავის სამმართველოს გამომძიებელმა ჭანტურია მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა.
"იმ დროს, როდესაც მარიამ ჭანტურია პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ. ჭანტურიამ შენიშნა და ამის შესახებ გენერალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციას აცნობა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს, რათა გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველს.
ადვოკატი აცხადებს, რომ 6 აპრილიდან 20 აპრილამდე უკანონოდ უსმენდნენ მარიამ ჭანტურიას.
"პირველი სირცხვილი ვერ გადაიტანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უნდოდა ამ საქმეზე დაეკავებინათ ჩემი ძმა. ამ სირცხვილის ჩამორეცხვას ასეთი გზებით ცდილობს", - ამბობს მარიამ ჭანტურია.
2018 წლის იანვარში, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარედგინა და გაათავისუფლეს. პოლიციამ ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე ყოფილი პარლამენტარი, სამსონ ქუთათელაძე ცეცხლსასროლი იარაღით 15 იანვარს მოკლეს. საკუთარ კაბინეტში მოკლულ ბაზრობის დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები