შსს: ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული 8 პირის საქმის მტკიცებულებების გასაჯაროვებისთვის გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 23 მაისს, გამოძიების მონაცემის გახმაურების გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად.
უწყების განმარტებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებების გასაჯაროვება.
შსს-ს ცნობით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა კლუბი გალერის დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ მტკიცებულებას:
"მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემის გაუხმაურებლობაზე შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება".
აუდიო ჩანაწერი, სადაც, თითქოს, კაფე გალერის დაცვის უფროსი, ვიქტორ ჟამუტაშვილი და ამავე კლუბის დირექტორი საუბრობენ, დღეს, ტელეკომპანია იმედზე, ქრონიკის ეთერში გავიდა. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, დაცვის უფროსი კაფე გალერის დირექტორს იმ საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ესაუბრება, რომელმაც მათივე თქმით, კლუბ ბასიანზე ორი გოგოს სიცოცხლე შეიწირა.
ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. ადვოკატი ხათუნა ხურცილავა იმედის ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ თუკი მსგავსი აუდიო ჩანაწერი მართლა არსებობს, ის აუცილებლად გამოიყენებს ამას არსებითი განხილვის დროს.
12 მაისს, გვიან ღამით კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც შსს ამბობს, მათ რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც ირკვევა არც ერთი ბრალდებული კლუბის ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ.
გაიგეთ მეტი:
ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები