ჩემს შვილს დანა არ ჰქონია - სარალიძის საქმეზე დეკანოზის განმარტება
დეკანოზი, რომლის შვილიც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა ამბობს, რომ მის შვილს ხელში დანა არ ეჭირა. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ამის შესახებ დეკანოზმა დღეს, 3 ივნისს ქადაგების დროს განაცხადა.
გთავაზობთ იმედის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ფრაგმენტს
ჩემმა შვილმა პირველმა მისცა ჩვენება, ამისთვის შეიძლება აი, ამ ასი კაცის წინაშე ის ცუდი კაცი გამოვა, მაგრამ მან სიმართლე თქვა.
მეგობრისგან დარეკილზე წავიდა დასახმარებლად, როცა ჩაგრავდნენ პატარა ბავშვს უფროსკლასელები. დაურეკა დეიდაშვილს, რომ მე პნევმატური იარაღი მესროლეს სკოლაში და ტუალეტში უნიტაზში თავი ჩამაყოფინესო. როგორ მოიმოქმედებდა თითოეული მათგანი, ვინც იქ გამოსულია და ყვირის, არც იცის რას. პატრულს დაურეკავდა? რომელიმე პატრულს დაურეკავდა? არ აძლევენ ჩვენებას რადგან ქურდული აზროვნებით აზროვნებენ ისინი, მაგრამ მე ისეთ შვილს ვერ ავიტან, ლაჩარს, რომელიც მეგობრის დახმარებაზე უარს იტყვის.
საცოდავია ის ადამიანი ვინც დამნაშავეა და არ აღიარებს, უბედურზე უბედურია. თუ მე სიმართლეს ვამბობ და გასწავლით, შეიძლება მე დავმალო ჩემი შვილის დანაშაული. მე ვიცი და ვმალავ? არ შეიძლებოდა, რომ გამეპარებინა ჩემი შვილი? თქვენ იცით, რომ მე ევროპაში ვმსახურობდი და ბევრი მეგობარი მყავს. შემიძლია თავისუფლად გავაპარო ჩემი შვილი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში. მისგანაც ვიცი და მის გვერდით ვინც იყო იმათგანაც, მას დანა არ ჰქონია.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც მოწმე ყვება, რომ დავით სარალიძეს ერთ-ერთი დეკანოზის შვილი ფარდულში გაურკვეველ ნივთს ურტყამდა. დავით სარალიძე ამ დღეს მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვა.
"ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილს ჭრილობა მ-მ [სასულიერო პირის შვილი] მიაყენა. ის აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან პროკურატურას ჯერ კიდევ სამი თვის წინ მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვეს, რადგან პროკურატურაში განუცხადეს, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებდნენ მტკიცებულებების გარეშე", - ამ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებდა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები