დეკანოზი ხორავას საქმეზე: თუ ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი
დეკანოზი, რომლის შვილიც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ის წერს, რომ ტრაგედიის პირველივე დღიდან მისი შვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან:
"ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.
დეკანოზი მიმართავს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ცილისწამებისგან, რადგან მისივე თქმით, ეს შესაძლოა, ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს:
"იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო".
დეკანოზი უარყოფს, რომ თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსაზრება აქციაზე დააფიქსირა:
"ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული.
ის ასევე აღნიშნავს, რომ არ ცდილობს მისი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამისთვის არც ეკლესიის გავლენა გამოუყენებია:
"ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია".
ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, დეკანოზმა 3 ივნისს, ქადაგების დროსაც განაცხადა, რომ მის შვილს ხელში დანა არ ეჭირა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც მოწმე ყვება, რომ დავით სარალიძეს ერთ-ერთი დეკანოზის შვილი ფარდულში გაურკვეველ ნივთს ურტყამდა. დავით სარალიძე ამ დღეს მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
"ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილს ჭრილობა მ-მ [სასულიერო პირის შვილი] მიაყენა. ის აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან პროკურატურას ჯერ კიდევ სამი თვის წინ მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვეს, რადგან პროკურატურაში განუცხადეს, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებდნენ მტკიცებულებების გარეშე", - ამ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებდა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები