რუსთაველის გამზირი სამი კარვით არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე კარვები რამდენიმე წუთის წინ გადაიტანეს.

ზაზა სარალიძე, რომელიც შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს ამბობს, რომ აქცია დამნაშავეების დასჯამდე არ შეწყდება.

მანამდე, ზაზა სარალიძემ შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. სარალიძის თქმით, გახარია თავისი თანამდებობისთვის შესაფერისი არაა, რადგან კიდევ ცდილობს მათ მოტყუებას.