ილია მეორე: მღელვარებაა ნარკოტიკებზე, არ უნდა გვეგონოს, რომ მარტო ჩვენ შეგვტკივა გული სამშობლოზე, მთავრობასაც შესტკივა
მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მღელვარებაა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მაგრამ ხალხს არ უნდა ეგონოს, რომ მხოლოდ მათ შესტკივათ გული სამშობლოსთვის და მთავრობას არა. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
"აი ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკები ძალიან საშიშია", - განაცხადა პატრიარქმა.
გუშინ, სასულიერო პირების ნაწილმა, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხება, ხოლო მეორე კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.
მან საკრებულოს წინ სასულიერო პირების მიერ შემუშავებული "ორი გამოსავალი" წაიკითხა.
- კონსტიტუციის შესაბამის მუხლში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობდეს თვითდაზიანების ქმედებას.
- არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზეა საუბარი.
პარაკლისს წინ უძღოდა შეხვედრა საპატრიარქოში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის კონტროლის საკითხს უკავშირდებოდა.
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.
მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ღალატს არავინ აპატიებს. მეუფე ანტონიმ კი ტოკ-შოუ რეაქციაში "სანთლების რევოლუცია" დააანონსა.
სასულიერო პირებმა აქამდეც გამართეს საპროტესტო აქცია. მათ გააპროტესტეს მარიხუანის ლეგალური მოხმარების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და ბათუმში, გამართულ აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს. პატრაირქმა კი განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის ერის მტრობა.
გაიგეთ მეტი:
- რას გულისხმობს მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირების კანონპროექტი
- კანაფის კონტროლის სააგენტო ვალდებული იქნება "ნარკომანიის გავრცელების პრევენციაზე" იმუშავოს
- სუნის გაფრქვევის აკრძალვა და ექსპორტი დაცვასთან ერთად — რა წერია კანაფის კონტროლის კანონში
- მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ — კანონპროექტი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები