ლაშა თორდია პროკურატურაზე: როგორც ვატყობ, ყველაფერზე არიან წამსვლელები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ პროკურატურის განცხადება ცინიზმის მწვერვალია. ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის ეთერში თორდია კონფლიქტის პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვერსიას "ყოფით დავასთან" დაკავშირებით.
"თითქოს, მე ათ კაცს მივუვარდი, ვლანძღავდი თუ როგორ დაასაბუთებენ ამას, უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერზე არიან, როგორც ვატყობ, უკვე წამსვლელები", — აღნიშნა თორდიამ.
მან პროკურატურის მიერ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნას "თვალებში ნაცრის შეყრად" აფასებს და სასაცილოს უწოდებს.
"ვვარაუდობდი, რომ რაღაც სპექტაკლს, დადგმას ექნებოდა ადგილი, რაც დღეს აღსრულდა, თუმცა, გუშინ მეგონა, რომ შეთანხმებულად რაღაც დროით ციხეში ჩასვამდნენ ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა, ამაშიც კი შევცდი, აკმარეს მხოლოდ და მხოლოდ 5 ათას ლარიანი გირაო", — თქვა თორდიამ.
ფარცხალაძე-თორდიას საქმე
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალი წაუყენეს. პროკურატურის ვერსიით, ინციდენტი ყოფით ნიადაგზე, როგორც მოქალაქეზე მოხდა, თორდია კი ამტკიცებს, რომ მის სამსახურეობრივ მდგომარეობას უკავშირდებოდა, რადგან იკვლევდნენ საქმეს, რომელშიც ფარცხალაძე მონაწილედობდა.
ახლა, როცა ამ საქმეს პროკურატურა როგორც "ყოფით ნიადაგზე" წარმოქმნილ კონფლიქტად მიიჩნევს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფარცხალაძეს ან ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (120-140 სთ), ან შინაპატიმრობა (6-12 თვე) ანდა ერთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყოფილი მთავარი აუდიტორის უფლებებს ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრი იცავს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს — სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე თავდასხმას და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს.
თუ საქმე 353¹ მუხლით წარიმართება, მაშინ ფარცხალაძეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმალურ სასჯელად არა ჯარიმა, არამედ 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამ მუხლით, ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ლაშა თორდიას ცემის საქმე
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდია თავდასხმაში ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა.
თორდიას მიაჩნდა, რომ თავდასხმა მისი სამსახურის მიერ ყოფილი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირდებოდა. გენერალური აუდიტი ამბობდა, რომ ფარცხალაძეს დაუსჯელობის განცდა აქვს.
ბრალდებების პასუხად, ფარცხალაძემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტი იტყუებოდა და კონფლიქტის ინიციატორი თავადვე იყო. მისი თქმით, თორდია მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელი პირველად მან მოიქნია.
"როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას", — ამბობდა ფარცხალაძე. თუმცა, მომხდარიდან 4 დღის განმავლობაში ის დაკითხვაზე არ დაიბარეს. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიების პრეროგატივა იყოს ის, თუ როდის დაჰკითხავდნენ ყოფილ პროკურორს.
2017 წლის 16 მაისს ფარცხალაძის დაკითხვისკენ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. 17 მაისს ყოფილი პროკურორი დაკითხეს.
ფარცხალაძის გამოკითხვიდან ერთ კვირაში, 24 მაისს სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სხვა ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თორდია და არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ფარცხალაძესთან ინციდენტს და ის დამოუკიდებლად უნდა გამოეძიებინათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია და არა ფარცხალაძემ.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები