Birja Mafia-ს წევრი, რომელიც ამბობდა, რომ ვიდეოს შინაარსის გამო დააკავეს, ახალი კლიპით ენმ-ს აკრიტიკებს
Birja Mafia-ს წევრი, მიშკა მგალობლიშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ შარშან, ქართული ოცნების მმართველობისას, პოლიციამ კლიპის შინაარსის გამო დააკავა და "ნარკოტიკი ჩაუდო", წელს, ახალი კლიპით, ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს.
Young Mic-ის მონაწილეობით ახალ ვიდეო-კლიპს "ვიკავებდი თავს" ჰქვია. კლიპში გამოყენებულია 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის დარბევის კადრები. ტექსტით რეპერი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს აკრიტიკებს. ასევე, საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატებზეც. რეპერი ენმ-ის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს "საბჭოთა პრორუსულს" უწოდებს, სალომე ზურაბიშვილს კი "საფრანგეთიდან ახლადჩამოსულ ქალს".
"ვნახე პირველად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ხალხის მკვლელთა შეწყალებას გვპირდება... KGB-ს ძველ თანამშრომელს თურმე უდგას ქართული სული, ნუთუ გჯერა და ჯერ არ გცემს ტყუილის სუნი?" — ისმის კლიპში.
ბირჟა მაფიას საქმე
პროექტ Birja Mafia-ს საქმე გასული წლის ივნისში დაიწყო. 2017 წლის 9 ივნისს ახალგაზრდული ვიდეო-ჟურნალის FlowFlow Magazine-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დაჭერის მიზეზი გახდა ჯგუფის ახალი კლიპი Birja Mafia — Tsl Shavi Zeda, სადაც ერთ-ერთ კადრში პოლიციელს ძაღლის საყელური უკეთია.
რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.
რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. გამოსვლები იყო თბილისშიც და ქუთაისშიც, სახელწოდებით: "მეტი რაღა უნდა მოხდეს". აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან "ჩადების პრაქტიკასა" და გამოხატვის თავისუფლების გამო რეპერების დასჯას აპროტესტებდნეს.
2017 წლის 10 ივნისს თბილისში, თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით გამართულ აქციაზე, დემონსტრანტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით, მსვლელობით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
საპროტესტო აქციის დღეს რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერამ. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
"თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება".
მომდევნო დღეს, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას აღარ მოითხოვს. მიზეზად განმარტავდნენ, რომ "ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან ".
12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გიორგი ქებურია გაათავისუფლა, მიშკა მგალობლიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
18 დეკემბერს, პროკურატურამ როგორც გიორგი ქებურიას, ასევე, მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განმარტა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
გაიგეთ მეტი: ბირჟა მაფიის საქმე.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები