Birja Mafia-ს წევრი: დღეს წყდება დაბრუნდება თუ არა დრო, როცა ჩადებები დაინერგა
Birja Mafia-ს წევრი, მიშკა მგალობლიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ქართული ოცნების პოლიციამ კლიპის შინაარსის გამო დააკავა და "ნარკოტიკი ჩაუდო", მხარს მმართველ გუნდს ღიად უჭერს.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე წყდება საკითხი დაბრუნდება თუ არა დრო, როცა დაინერგა ჩადებები და განსხვავებული აზრის შეზღუდვა.
"მე ვარ ხელოვანი ადამიანი, ჩემს სათქმელს ვამბობ ჩემი შემოქმედებით. დღეს არ წყდება პოლიტიკის საკითხი, დღეს წყდება საკითხი დაბრუნდება თუ არა ის დრო, როცა დაინერგა ჩადებები, როცა განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს აწამებნენ და კლავდნენ. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება", — განაცხადა მიშკა მგალობლიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
რეპერის აზრით, ადამიანები, რომლებიც აბულინგებდნენ ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო კლიპის გამო, ხელს უწყობენ იმ დროის დაბრუნებას, როცა შიშით "ასეთ კომენტარებს" ვერ წერდნენ.
"ჩემზე თქვენი ბულინგი არ მოქმედებს, მე გავაგრძელებ მოღვაწეობას და პოზიციის დაფიქსირებას ჩემი შემოქმედებით", — აცხადებს მგალობლიშვილი.
Young Mic-ის მონაწილეობით ახალ ვიდეო-კლიპს "ვიკავებდი თავს" ჰქვია. კლიპში გამოყენებულია 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის დარბევის კადრები. ტექსტით რეპერი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს აკრიტიკებს. ასევე, საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატებზეც. რეპერი ენმ-ის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს "საბჭოთა პრორუსულს" უწოდებს, სალომე ზურაბიშვილს კი "საფრანგეთიდან ახლადჩამოსულ ქალს".
"ვნახე პირველად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ხალხის მკვლელთა შეწყალებას გვპირდება... KGB-ს ძველ თანამშრომელს თურმე უდგას ქართული სული, ნუთუ გჯერა და ჯერ არ გცემს ტყუილის სუნი?" — ისმის კლიპში.
ბირჟა მაფიას საქმე
პროექტ Birja Mafia-ს საქმე გასული წლის ივნისში დაიწყო. 2017 წლის 9 ივნისს ახალგაზრდული ვიდეო-ჟურნალის FlowFlow Magazine-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დაჭერის მიზეზი გახდა ჯგუფის ახალი კლიპი Birja Mafia — Tsl Shavi Zeda, სადაც ერთ-ერთ კადრში პოლიციელს ძაღლის საყელური უკეთია.
რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.
რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. გამოსვლები იყო თბილისშიც და ქუთაისშიც, სახელწოდებით: "მეტი რაღა უნდა მოხდეს". აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან "ჩადების პრაქტიკასა" და გამოხატვის თავისუფლების გამო რეპერების დასჯას აპროტესტებდნეს.
2017 წლის 10 ივნისს თბილისში, თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით გამართულ აქციაზე, დემონსტრანტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით, მსვლელობით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
საპროტესტო აქციის დღეს რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერამ. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
"თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება".
მომდევნო დღეს, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას აღარ მოითხოვს. მიზეზად განმარტავდნენ, რომ "ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან ".
12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გიორგი ქებურია გაათავისუფლა, მიშკა მგალობლიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
18 დეკემბერს, პროკურატურამ როგორც გიორგი ქებურიას, ასევე, მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განმარტა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
გაიგეთ მეტი: ბირჟა მაფიის საქმე.
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
კომენტარები