კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
გერმანელი დიზაინერი და Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას დოიჩე ველე ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლაგერფილდის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. წელს, 22 იანვარს, დიზაინერი პირველად არ დაესწრო პარიზში გამართულ შანელის ჩვენებას. მოდის სახლმა მაშინ თქვა, რომ ლეგენდარული დიზაინერი "დაღლილობას გრძნობდა". იანვრის ბოლოს, მან თავისი ბრენდის ახალ კონტრიბუტორად კარინ როიტფელდი დაასახელა.
ბავშვობა
ლაგერფილდი 1933 წლის 10 სექტემბერს შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა ქილებში ჩამოსხმულ რძეს აწარმოებდა. პატარა კარლი დედასთან, მამასთან და დასთან ერთად ჰამბურგში მდიდრულ ქუჩაზე, არისტოკრატულ სახლში ცხოვრობდა.
ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა 1944 წელს ჰამბურგი დაბომბეს და ოჯახი გარეუბანში მდებარე სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მან თავისი ბავშვობის ნაწილი იქ გაატარა და უამრავი ბავშვისგან გამოირჩეოდა თავისი გრძელი თმითა და უჩვეულო, ქალაქური ჩაცმულობით.
ლაგერფილდმა ორი ენა, ინგლისური და ფრანგული სკოლაში შესვლამდე ისწავლა. ის პატარაობიდან საათობით ხატავდა. მას სკოლაში წასვლას მუზეუმებში სიარული ერჩივნა და შეყვარებული იყო ფრანგ მხატვრებზე.
"ყველაფერი მიყვარდა, რაც ფრანგული იყო. სულ მინდოდა იქ წასვლა და სწორედ ამიტომ ვისწავლე ფრანგული პატარაობაში", - თქვა მან 2014 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში Deutschland, deine Künstler: Karl Lagerfeld (გერმანია, შენი ხელოვანები: კარლ ლაგერფილდი).
პარიზი: ახალგაზრდა დიზაინერის სამოთხე
პარიზში გადასვლის სურვილი ყოველწლიურად იზრდებოდა. 1950 წელს, ლაგერფილდი ჰამბურგში გამართულ დიორის ჩვენებას დაესწრო, რამაც მისი გადაწყვეტილების განმტკიცებაში დიდი როლი ითამაშა.
1953 წელს ის დედასთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში და მოდის ცენტრად აღიარებულ ქალაქ პარიზში გადავიდა.
20 წლის ასაკში მან თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყო, რაც არ გასჭირვებია.
1954 წელს მან პალტოების დიზაინის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კონკურსში ივ სენ ლორანიც მონაწილეობდა, მაგრამ მან მხოლოდ მესამე ადგილი მიიღო.
რამდენიმე წელიწადში, ლაგერფილდი უკვე პიერ ბალმეინთან ერთად მუშაობდა. 1963 წელს, ის პირველად გახდა არტდირექტორი. მისით შთაგონებული იყო იტალიური ფენდი, რომელმაც ლაგერფილდი ტყავისა და ბეწვის კოლექციაზე სამუშაოდ მიიწვია.
1976 წელს ლაგერფილდმა საკუთარი თავისთვისაც შექმნა სტილი — მე-18 საუკუნით შთაგონებული სამოსი, შეკრული თმა და მუქი სათვალეები — რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია:
"მე საკუთარი თავის კარიკატურას ვგავარ და ეს მომწონს. ეს ნიღაბია და ჩემთვის, ვენეციის კარნავალი მთელი წელი გრძელდება".
შანელი
ლაგერფილდის კარიერამ ზენიტს 1983 წელს მიაღწია, როცა ლეგენდარულმა ფრანგულმა მოდის სახლმა 50 წლის დიზაინერი კრეატიულ დირექტორად მიიწვია.
კარლს საშუალება ჰქონდა ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო თანამედროვე, თამამი და საინტერესო სამოსი შეექმნა. შეეხამებინა ახალი ფერები, გარდაექმნა კაბის სიგრძე და შემოეტანა ახალი მასალა.
შანელში ლაგერფილდმა რეკორდული დრო, 36 წელი გაატარა. პირველი სეზონური ჩვენების შექმნისას ლაგერფილდი დღეში 16 საათს მუშაობდა და ამით ძალიან ბედნიერი იყო.
შანელის 1985-86 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენების შემდეგ.
ფოტო: Getty Images
შანელის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება. 1993 წელი.
ფოტო: Getty Images
"შანელი ლაგერფილდის გარეშე ახლა წარმოუდგენლად გამოიყურება", - წერს დოიჩე ველე.
კარლ ლაგერფილდი
1984 წელს ლაგერფილდმა საკუთარი სახელობის ბრენდი შექმნა, რომელიც სამოსსა და აქსესუარებს როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის ქმნის.
ლაგერფილდმა თავისი პარტნიორი ჟაკ დე ბაშერი 1989 წელს დაკარგა. ის შიდსისგან დაიღუპა, რის შემდეგაც დიზაინერი თავის საქმეში მთელი გულით გადაეშვა.
ლაგერფილდს კითხვა უყვარდა. ის აგროვებდა წიგნებსაც. მისი უდიდესი ჰობი იყო ფოტოგრაფია და სარეკლამო კამპანიებზე მუშაობა. მან რამდენიმე მოდის კომპანიასთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღო. ის ქმნიდა დიზაინს სასტუმროებისთვის. ლაგერფილდმა დააარსა საგამომცემლო კომპანია და გახსნა საკუთარი ხელოვნების გალერეა.
ლაგერფილდი უამრავი ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები