ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტში, სადაც იქეიფა, მსუბუქი ეპიდვითარებაა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტში, სადაც ხალხმრავლობაში, რეკომენდაციების დარღვევით იქეიფა, მსუბუქი ეპიდვითარებაა. პრემიერი ამტკიცებს იმასაც, რომ ადგილზე დაცული იყო დისტანცია და იქ ბევრი ადამიანი წინასწარ იყო აცრილი.
"მანამდე ეს ყველაფერი გაზომილი მქონდა, შემოწმებული მქონდა", — აბობს ის.
ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში იმყოფებოდა, რომელიც კახეთში მდებარეობს. კონკრეტულად დედოფლისწყაროში არსებული ვითარება უცნობია, თუმცა StopCov.ge-ს ბოლო ერთი კვირის მონაცემებით კახეთში კორონავირუსის ასეულობით შემთხვევები ფიქსირდება.
- 1-ლი აგვისტო — კახეთი — 157;
- 2 აგვისტო — კახეთი — 87;
- 3 აგვისტო — კახეთი — 323;
- 4 აგვისტო — კახეთი — 270;
- 5 აგვისტო — კახეთი — 187;
- 6 აგვისტო — კახეთი — 299;
- 7 აგვისტო — კახეთი — 273;
- 8 აგვისტო — კახეთი — 262.
თუმცა სულ სხვა რიტორიკა ჰქონდა პრემიერმინისტრს დღისით, მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა: "მერე რა, რომ ვიქეიფე? დანაშაულია ქეიფი?"
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, გუშინ, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.
"იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ", — თქვა ამირან გამყრელიძემ 27 ივლისს, თუმცა, პრემიერს ეს რეკომენდაცია არ შეუსრულებია.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 4 ათასს აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა და სწორედ დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პიკის დაღმასვლა ჯერ არ შეინიშნება. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავად პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, რაც სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ განიხილება დიდი თავშეყრების აკრძალვაც.
"არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?" — ამბობდა პაატა იმნაძე 18 მაისს. როგორც ჩანს, პრემიერს არც ეს სიტყვები გაუთვალისწინებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ, როცა პრემიერმინისტმა არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, აიცრა თუ არა თავად. საჯაროდ პრემიერის აცრის კადრები არ გავრცელებულა, 6 აგვისტოს კი ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პრემიერიც მალე აიცრება.
გაიგე მეტი:
- მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი ქორწილი და სხვა დიდი თავშეყრები — გაბუნია
- გამყრელიძე: იმის მაგივრად რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ
- იმნაძე: შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?
- მივეცით რეკომენდაცია ყველანაირ შეკრებაზე მხოლოდ ორჯერ აცრილი, ან გატესტილები დაუშვან — გამყრელიძე
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები