ნინო ხარატიშვილის ახალ რომანს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობა გამოსცემს
გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი, ლიტერატურული მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს.
ამჯერად, ცნობილი გახდა, რომ ხარატიშვილის ახალ, ჯერ გამოუცემელ რომანს The Lack of Light (წიგნი დაწერილია გერმანულად) ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობა HarperCollins გამოსცემს. ამბავი ფრანკფურტის წიგნის წლევანდელი ბაზრობის დაწყებამდე გახდა ცნობილი, ინფორმაცია კი ამის შესახებ მწერლის ქართული გამომცემლის, ინტელექტის, წარმომადგენელმა გვანცა ჯობავამ გაავრცელა.
"ეს ნიშნავს, რომ ნინოს ამჟამინდელი წარმატება მონაგონი იქნება", — წერს ჯობავა, — "ეს ნიშნავს, რომ მისი წარმატება ჩანჩქერივით გადაეშვება მაღალი კლდიდან და მოედება ყველას და ყველაფერს, ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი. და ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცი ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობაც ქართული ლიტერატურისთვის".
როგორც ქართველი გამომცემლის პოსტიდან ვიგებთ, წიგნი კვლავაც საქართველოს შესახებაა. მასში მოქმედება კი 90-იანი წლების თბილისში, სოლოლაკში, ოთხი ქართველი გოგოს — ქეთოს, ნენეს, დინასა და ინას — გარშემო ვითარდება.
რაც შეეხება HarperCollins-ს, ის ეგრეთ წოდებული დიდი ხუთეულიდან, ხუთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობიდან, ერთ-ერთია. მსოფლიო ფენომენად აღიარებული არაერთი ბესტსელერის გამომცემელ კომპანიას წარმომადგენლობა რვა ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში.
HarperCollins-ის გარდა, რომანზე საავტორო უფლებები შეიძინა კიდევ ცხრა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. წიგნს ქართულ ენაზე მაია ფანჯიკიძე თარგმნის, ინტელექტი კი — გამოსცემს.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს ნინო ხარატიშვილის პირველი წარმატება არაა. რამდენიმე თვის წინ მწერლის მესამე რომანი, მერვე სიცოცხლე, დუბლინის ლიტერატურული პრემიის ლონგლისტში მოხვდა. წიგნი მაშინ "პასტერნაკისა და მარკესის ნაზავად" შეაფასეს. მანამდე ხარატიშვილი ამავე რომანით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, ბუკერის, ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა. 2014 წელს გამოცემული მერვე სიცოცხლე ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბესტსელერად იქცა.
შილერის მემორიალური პრიზის მფლობელი ქართველი მწერლის ამ დროისათვის ბოლო რომანი, კატა და გენერალი, 2018 წელს გამოიცა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები