ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რუსეთის ჯარის გაყვანას, მხოლოდ გვესმის ამის შესახებ — ზელენსკი
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი/Facebook
მას შემდეგ, რაც რუსეთი ამტკიცებს, რომ ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამას ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.
"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ იმ რეალობაზე, რაც გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ [ჯარის] გაყვანას, მხოლოდ გვესმის ამის შესახებ" — თქვა მან BBC-ისთან.
ზელენსკის თქმით, ჯარის გაყვანას არა მხოლოდ სამხედრო დაზვერვა, არამედ ყველა დაინახავს, თუმცა ახლა "ეს მხოლოდ განცხადებებია".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.
პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.
11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამერიკის მსგავსად სხვა ქვეყნებიც მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.
დღეს, 16 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა და ერს ერთიანობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის შეუძლია უყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მის მოქალაქეებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.
-
ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო? ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო?
-
საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის მძიმე დაზიანებას სიგარეტის იშვიათად მოწევაც კი იწვევს მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის მძიმე დაზიანებას სიგარეტის იშვიათად მოწევაც კი იწვევს
გადახედვა
-
20–21 დეკემბერს Spotlight ბრუნდება — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი 20–21 დეკემბერს Spotlight ბრუნდება — ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი
-
რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა
გადახედვა
-
ქართველმა მსახიობებმა ლონდონის თეატრ The Cockpit-ში ნინი უგულავას პიესა Waiting for Godart წარმოადგინეს ქართველმა მსახიობებმა ლონდონის თეატრ The Cockpit-ში ნინი უგულავას პიესა Waiting for Godart წარმოადგინეს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება, ყველა ოჯახი მადლობელია, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება, ყველა ოჯახი მადლობელია, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?
გადახედვა
-
ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
გადახედვა
-
პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის
გადახედვა
-
PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეას 6 თვით შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს PABSEC-ის საპარლამენტო ასამბლეას 6 თვით შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
-
უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო
-
TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს
გადახედვა
-
გასტროპროტექტი – თქვენი კუჭის მეგობარი და დამცველი გასტროპროტექტი – თქვენი კუჭის მეგობარი და დამცველი
-
ნუ მიატოვებ სურვილებს — აისრულე თიბისი განაწილებით ნუ მიატოვებ სურვილებს — აისრულე თიბისი განაწილებით
-
დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ
გადახედვა
-
აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში! აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში!
-
ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება
გადახედვა
-
თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში
კომენტარები