არ გვინდა ქართველი ხალხისგან ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა ვიხილოთ — არახამია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, დავით არახამია ქართველ ხალხს და ხელისუფლებას მიმართავს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების მოხსნა მისი ლოიალური დამოკიდებულის გამო რუსეთის მიმართ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმაა. მან ქართველ ხალხს ხელისუფლებასთან ამ საკითხსი მოგვარებისკენ მოუწოდა.
"მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, პირველ რიგში კი ქართულ ხელისუფლებას: დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ეკონომიკური ბარიერები და სანქციები ქართულ რძეზე, ღვინოზე და ასე შემდეგ, რათა მოიპოვოს საქართველოს ლოიალობა უკრაინასთან ომში.
მე თავად ქართველი ვარ და მინდა, ყველა ქართველს შევახსენო, რომ მაშინ, როცა რუსეთი მუხანათურად ესხმოდა თავს, უკრაინამ მაშინვე და საკუთარი ეკონომიკური დანაკლისების დაუთვლელად, საქართველოს ყველა საჭირო დახმარება გაუწია — მიაწოდა შეიარაღება, სამხედრო ინსტრუქტორები, რათა მხარი დაეჭირა თავისი მეგობარი ერისთვის, თავისი მოძმე ერისთვის. და თქვენ თვლით, რომ ეს არის საქართველოს სწორი პასუხი უკრაინისადმი მაშინ, როცა რუსეთი უკვე უკრაინას დაესხა თავს?
გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა — მოაგვარეთ ეს საკითხი თქვენს ხელისუფლებასთან, გადაჭერით ეს საკითხი, რადგან ჩვენ არ გვინდა ქართველი ხალხისგან ასეთი ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა ვიხილოთ. მე ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში, ვარ აქ ხელისუფლებაში. აი, დღეს კი მე მართლა მრცხვენია", — აცხადებს არახამია ვიდეოში, რომელსა ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მოქმედებს როგორც სადამსჯელო ორგანო რუსეთის ფედერაციის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ სავაჭრო სანქციების დაწესებისთვის, 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების გატანის ნებართვა მისცა.
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული.
28 თებერვალს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არაა. მისი თქმით, რუსეთის სანქცირების შემთხვევაში, ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, "ხალხს მოაკლდება". ხოლო, 25 თებერვალს მან განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. მისი მტიცებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.
ღარიბაშვილის განცხადებას 25 თებერვალს მოსახლეობისგან კრიტიკა მოყვა. პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართა. მოგვიანებით ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ არის დრო, როცა მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესები არიან და ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები