Fantastic Beasts-ში გრინდელვალდი თავიდანვე მადს მიკელსენს უნდა ეთამაშა — კრიტიკოსები
მაგიური კინოსამყაროს მოყვარულები სულ მალე იხილავენ ჯადოსნური ცხოველების სერიის მესამე ფილმს, დამბლდორის საიდუმლოებანი. წინა ფილმი, გრინდელვალდის დანაშაულებანი, ოთხი წლის წინ გამოვიდა და მას შემდეგ ფრენჩაიზმა ზოგი რამ შეცვალა, მათ შორის, ერთი-ერთი მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი — ჯონი დეპი. დეპი, რომელიც გელერტ გრინდელვალდის როლს თამაშობდა, დანიელმა მსახიობმა, მადს მიკელსენმა, ჩაანაცვლა. კრიტიკოსების თქმით კი, ეს ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, რადგან მიკელსენმა დაკისრებულ საქმეს თავი უკეთ გაართვა.
იმის მიუხედავად, რომ დამბლდორის საიდუმლოებანმა მიმომხილველებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მიიღო, თითქმის ყველა მათგანი თანხმდება, რომ ფილმების მთავარი ბოროტმოქმედის როლი დანიელმა მსახიობმა დეპზე უკეთესად შეასრულა.
ამის მიუხედავად, მიკელსენი აღნიშნავს, რომ გრინდელვალდის პერსონაჟის შესრულება მისთვის გამოწვევა იყო, რადგან "ჯონის გაკეთებულსა და მის გასაკეთებელს შორის" კავშირი უნდა ყოფილიყო და ამასთან მას როლში თავისი წვლილი უნდა შეეტანა.
"მიკელსენი გრინდელვალდის როლში იმდენად ბუნებრივად შედის, ადვილად გავიწყდება, დეპმა რომ ოდესღაც ითამაშა ეს პერსონაჟი", — წერს კინოკრიტიკოსი, კირსტენ აკუნა, — "დეპის შემთხვევაში, ვერაფრით ვიგებდი, რატომ მოუნდებოდა ვინმეს მხარი დაეჭირა ჯადოქრისთვის, რომელიც მსახიობის შესრულებულ მორიგ ექსცენტრიულ პერსონაჟს ჰგავდა. ამის საპირწონედ, მიკელსენის გრინდელვალდი მეტისმეტად თავაზიანი და მომხიბვლელი ქარიზმით სავსეა, რითაც რწმუნდები, როგორ შეეძლო ამ მიმზიდველ ჯადოქარს ვიღაც ეცდუნებინა, ვინც მის გამო ომსაც კი წამოიწყებდა".
მიკელსენის გრინდელვალდი უფრო "დახვეწილ და სიღრმისეულ" პერსონაჟად შეაფასა The Guardian-ის მიმომხილველმა, პიტერ ბრედშოუმაც. The Telegraph-ის კინოკრიტიკოსი რობი კალენი კი პირდაპირ აცხადებს, რომ "უმჯობესი იქნებოდა, მიკელსენს როლი თავიდანვე შეესრულებინა". მიმომხილველი ტომრის ლეფლი იმასაც დასძენს, რომ მიკელსენი "დეპის უსიცოცხლო მოჩვენებითობის დინამიკური ალტერნატივაა".
"დეპის მიდგომა — გრინდელვალდის წარმოჩენა, როგორც შეშლილი წინამძღოლი ნორმალური იყო, მაგრამ მიკელსენის შესრულებული პერსონაჟი უფრო სახიფათო ფიგურად წარმოგვიდგება, რომელიც თავისი მომხიბვლელობით ხალხს ატყვევებს, მათით მანიპულირებს და ასე თავის სისასტიკეს ნიღბავს", — აღნიშნავს მიმომხილველი ბრაიან ტრუიტი.
ჯონი დეპმა გრინდელვალდის როლი ჯადოსნური არსებების პირველ ორ ფილმში ითამაშა. 2018 წელს მსახიობმა დაადასტურა, რომ იგი მესამე ფილმშიც გამოჩნდებოდა, თუმცა, ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, Warner Bros.-მა დეპს როლის დატოვება მოსთხოვა. იმის მიუხედავად, რომ მან გადასაღებ მოედანზე მხოლოდ ერთი კვირა გაატარა, ჰონორარი სრულად მიიღო. აღსანიშნავია, რომ დეპმა სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვაც ითხოვა, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო ინსტანციამაც ძალაში დატოვა.
რაც შეეხება ჯადოსნური არსებების მესამე ფილმს, დამბლდორის საიდუმლოებანის პრემიერა 15 აპრილსაა დაგეგმილი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები