მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ უპასუხა რუსეთის ულტიმატუმს და თქვა, რომ უკრაინული ძალები განაგრძობენ ბრძოლას.

"ოკუპანტემბა საღამოს განაცხადეს, რომ "უზრუნველყოფენ დერეფანს ტყვედ ცასაბარებლად". მაგრამ დღევანდელი დღის მონაცემებით, მცველები განაგრძობენ ქალაქის დაცვას", — ამბობს ის.

მისივე განცხადებით, ოკუპანტებს სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს საბრძოლო მოქმედებები შემოიფარგლება მხოლოდ აზოვსტალით, რაც მისი განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"წუხელ ბრძოლა იყო ტაგანროგის ქუჩაზე, რომელიც აზოვსტალიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს", — წერს ანდრიუშჩენკო.

ის ასევე წერს, რომ ქალაქში სიტუაცია ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა უარესდება. მარიუპოლში უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ.

რუსეთი მარიპოლის მცველებს ულტიმატუმს უყენებს და მოუწოდებს 13:00 საათამდე ჩაბარდნენ.

გუშინ, 16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რუსეთი მარიუპოლის მცველებს გაანადგურებს, ეს მოლაპარაკებების გაგრძელებას შეუძლებელს გახდის.

დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება მარიუპოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, ძირითადად რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან. მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში