ბრიტანელი დეპუტატის განცხადებით, თუ ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რადიაცია გაჟონავს, NATO-ს მე-5 მუხლის დარღვევა იქნება
ტობიას ელვუდი თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ. ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს "ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებს ელექტროსადგურში დაძაბულობის გამო.
- ოფიციალური კიევის თქმით, რუსეთმა კომპლექსში 500-მდე ჯარისკაცი განათავსა, რომლებიც მას ფარად იყენებენ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების განსახორციელებლად.
დეტალები: ბრიტანელმა დეპუტატმა Twitter-ზე დაწერა: "ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელიც გამოიწვევს უკრაინის ბირთვულ რეაქტორს რადიაციის პოტენციურ გაჟონვას, იქნება NATO-ს მე-5 მუხლის დარღვევა".
-
NATO-ს მე-5 მუხლი: ესაა კოლექტიური თავდაცვის პრინციპი — NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმაა.
- ელვუდის განცხადება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმაც გადატვიტა და თქვა, რომ ეს 100 პროცენტით სიმართლეა.
- "ეს მართლაც არ ექვემდებარება განხილვას. ნატოს ქვეყნებში ადამიანების დახოცვა მე-5 მუხლის დარღვევაა", — წერს კინზინგერი.
ბოლო ინფორმაცია: რუსეთი პუტინისა და მაკრონის საუბრის შემდეგ დათანხმდა ატომურ ელექროსადგურში სპეციალისტების შესვლას. თავდაპირველად ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით მზადაა, თავად უხელმძღვანელოს ამ ვიზიტს.
-
ატომური სადგურის შემოწმების პერსპექტივას როგორც BBC წერს, უკრაინაც მიესალმება, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კონკრეტული დეტალები ჯერაც ზუსტდება.
-
“თუ გაგრძელდება რუსული შანტაჟი რადიაციით, ეს ზაფხული შეიძლება დარჩეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული”, — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
არქივიდან: გაერომ 11 აგვისტოს მხარეებს მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედროები გაეყვანათ. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გაეროს შეთავაზება უარყო.
-
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ტერიტორიის დემილიტარიზაციას ითხოვს. მისი თქმით, ობიექტში ნებისმიერი პოტენციური დაზიანება თვითმკვლელობა იქნება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები