რას პასუხობს დეგნანი ISFED-ზე კრიტიკულ განცხადებებს
კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩო სრულად ენდობა სამართლიან არჩევნებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ISFED-ის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდამჭერი განცხადების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ საელჩო გააკრიტიკა.
- ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს "შოკისმომგვრელი" იყო;
- მან ISFED კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში და დაამატა, რომ ამის ფონზე აშშ-ის საელჩოს "გაურკვეველი" განცხადებები საზოგადოებაში "გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის".
რას ამბობს დეგნანი: აშშ-ის ელჩის განცხადებით, უნდა გვახსოვდეს არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, სადაც დარღვევებზეა საუბარი.
- ელჩის თქმით, არც ეს დარღვევები და არც ის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა ნაკლებია, ISFED-ის პასუხისმგებლობა არ არის;
- რაც შეეხება PVT-ის ხარვეზს, დეგნანი მიუთითებს, რომ ორგანიზაციამ შეცდომის შესახებ მისი დადასტურებისთანავე შეატყობინა საზოგადოებას;
- "ამიტომ გვაქვს სრული ნდობა ISFED-ის მიმართ, როგორც არჩევნების დამკვირვებელი პროფესიონალი ორგანიზაციის".
სამუშაო ჯგუფი: 18 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ISFED არ მიიწვია.
- მათი განცხადებით, პროცესში მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ;
- ეს საიას თავმჯდომარემ ერთპარტიულ, დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად შეაფასა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესებთან.
საერთაშორისო პარტნიორები: აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
- აშშ-ის საელჩო: ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობაზე კითხვებს ბადებს
- ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, სამუშაო ჯგუფებში შესაბამისი NGO-ების მონაწილეობა უზრუნველყონ
რას ამბობს ISFED: მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას სამართლიანი არჩევნებიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ დემარშია.
- ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო.
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები