ინფორმაციას Reuters სამხრეთის სამხედრო სარდლობის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა და ამ დროისთვის უკვე აქვს გარკვეული წარმატება — აქტიური კონტრშეტევა გრძელდება აღმოსავლეთშიც.

  • ISW-ის ცნობით, 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ დაიპყრო.

დეტალები: ნატალია ჰიუმენიუკის ცნობით, ამ ფართობის ოკუპანტებისგან გათავისუფლება ბოლო ორ კვირაში მოახერხეს.

  • "სხვადასხვა მონაკვეთზე ჩვენ ოთხი და რამდენიმე ათეული კილომეტრით დავწინაურდით. ჯამში გავათავისუფლეთ, დაახლოებით, 500 კვადრატული კილომეტრის ფართობი".

ბოლო ცნობები: დღეს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა, რომ დასახლებები გათავისუფლებულია ლუგანსკის რეგიონში.

  • ომის კვლევის ინსტიტუტმა კი განაცხადა, რომ უკრაინამ ხარკოვის ოლქი თითქმის სრულად დაიბრუნა;
  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი კი ამბობს, რომ ხარკოვის რეგიონში, კონკრეტულ მონაკვეთებზე უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის საზღვარს მიაღწიეს.