რუსეთი ხერსონის ოლქიდან მოსახლეობის მასობრივ "ევაკუაციას" იწყებს — რა ვიცით
რუსეთის ჯარების სარდალი უკრაინაში, სერგეი სოროვიკინი ამტკიცებდა, თითქოს უწევთ "რთული გადაწყვეტილებების" მიღება, რადგან ხერსონში უკრაინის მასიურ იერიშს ელიან, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ არის საშიშროება, რუსებმა თავად მიიტანონ იერიში ხერსონის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 19 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის 4 ანექსირებულ რეგიონში, მათ შორის ხერსონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე, რაც მაშინვე არალეგალურად ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და უკრაინამ.
- საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავდა, რომ ეს მიზნად ისახავს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებთა წინააღმდეგობის ჩახშობას.
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი აცხადებდა, რომ ამ რეგიონებში საომარი მდგომარეობა მასობრივი დეპორტაციისთვის მზადებაა "რათა შეიცვალოს ოკუპირებული ტერიტორიის ეთნიკური შემადგენლობა".
დეტალები: მანამდე, 18 ოქტომბერს, ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დაყენებულმა რწმუნებულმა ვლადიმერ სალდომ გამოაცხადა 50 000 – 60 000 უკრაინელის "ორგანიზებული გადაადგილება" ხერსონიდან "მდინარე დნეპროს მარცხენა სანაპიროზე". ქალაქი ხერსონი მთლიანად მდებარეობს მდინარის მარჯვენა ნაპირზე.
- "რუსეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება 1 000 მეტრიანი სიგანის მდინარის გავლით ჯარისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, როცა ყველა ხიდი ძლიერადაა დაზიანებული", — აღნიშნულია განცხადებაში.
- ომის კვლევის ინსტიტუტი მომხდარს აფასებს როგორც მორიგ ცრუ საინფორმაციო კამპანიას რუსეთის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს, გაამართლოს მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგები და უკანდახევა ხერსონის ოლქში.
პროგნოზები: რა მიზნებს ემსახურება ხერსონის ოლქიდან მშბვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია? — ომის კვლევის ინსტიტუტი 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში შემდეგ მოსზრებებს ავითარებს:
- რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო "ევაკუაციის" ნიღბის გამოყენებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი იძულებით გაყვანის ორგანიზებით და ცდილობს უკრიანა ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს.
- სალდოს განცხადება მდინარე დნეპროს დასავლეთ სანაპიროდან მასობრივი გაყვანის შესახებ, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჩინოვნიკების, თანამშრომლების და სხვა საოკუპაციო ორგანოების ევაკუაციას უკრაინის გარდაუვალი წინსვლის მოლოდინში.
- უკრაინელების დიდი პოპულაციის რუსეთში დეპორტირებას მიზანი შეიძლება, იყოს ეთნიკური წმენდის კამპანია, რომელიც ცდილობს აღმოფხვრას უკრაინული ეთნიკურობა და კულტურა.
- რუსებს, შესაძლოა, განზრახული ჰქონდეთ "ევაკუირებული" უკრაინელების შეიარაღებულ ძალებში ზეწოლა და ამით ნაწილობრივი მობილიზაციის დანაკარგებისა და წარუმატებლობის კომპენსირება.
შეფასებები: სერხი ხლანი, ხერსონის რეგიონის გადაყენებული ხელმძღვანელის თანაშემწე, ვარაუდობს, რომ "დეპორტაციის თეატრი" შეიძლება იყოს რუსეთის უფრო დიდი ნაბიჯის საფარველი: სრული სამხედრო ევაკუაცია მდინარის დასავლეთ სანაპიროდან.
- "უკრაინაში რუსული ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის 18 ოქტომბრის განაცხადება, რომელიც ამტკიცებს ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილებას, აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ტერიტორიიდან მათი ძალების დიდ გაყვანას. მდინარე დნიპროს დასავლეთით", — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ყველანარიად აირიდონ რუსულ ჯარში გაწვევა და თუ ამას ვერ მოახერხებენ, ფრონტის ხაზზე აღმოჩენისთანავე ჩაბარდნენ და მივიდნენ უკრაინულ პოზიციებზე.
- "რუსეთი ექვი თვე გაურბოდა სიტყვა "ომს", ამისთვის საკუთარი ხალხსაც სჯიდა სისხლის სამართლის საქმეებით და ახლა კი თვითონ აცხადებს საომარ მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე", — განაცხადა ზელენსკიმ.
ხერსონის სტრატეგიული მნიშნელობა: ომამდე ქალაქში 300 000 მოსახლე ცხოვრობა, თუმცა უკრაინაში ვარაუდობენ რომ მოსახლეობის ნახევარმა ქალაქი ომის მიმდინარეობის პერიოდში დატოვა.
- ხერსონი პირველი ქალაქი იყო, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
- ხერსონი მოიცავს ერთადერთ სახმელეთო გზას ყირიმის ნახევარკუნძულამდე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს გამოაცხადა ანექსირებულად, ასევე მდინარე დნეპრის შესართავთან, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა უკრაინისთვის.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
კომენტარები