გაერო ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობას გამოიძიებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კანონპროექტს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს ორგანოში 25 მომხრე და 6 წინააღმდეგი ჰყავდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროტესტი და გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.
- თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.
- მომიტინგეები ითხოვენ ირანის ხელმძღვანელობის შეცვლას — საპროტესტო აქციებს ხელისუფლება ძალადობით შეხვდა და მონაწილეთათვის მკაცრი სასჯელი მოითხოვა.
- საერთაშორისო მედიებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია აქციებზე არასრულწოვნების მკვლელობის შესახებ.
დეტალები: გაერომ გადაწყვიტა, შექმნას ახალი საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას გამოიძიებს.
- თეირანის წარმომადგენელმა, ხადიჯე კარიმმა ჟენევის შეხვედრაზე დასავლური სახელმწიფოები ირანის წინააღმდეგ უფლებათა საბჭოს გამოყენებაში დაადანაშაულა და გადაწყვეტილებას "შემაძრწუნებელი და სამარცხვინო" უწოდა.
ირანის საპროტესტო აქციებში დიდი როლი აქვთ ქალებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც იხდიან ჰიჯაბს, ყვირიან ანტისამთავრობო ლოზუნგებს და სკოლაში აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტის წინ საპროტესტო ფოტოებს იღებენ.
- ხელისუფლებამ ამას უხეში ძალით, დაკავებებით და სკოლებზე რეიდების სერიით უპასუხა — ძალით შევიდნენ საკლასო ოთახებში, ძალადობრივად დააკავეს მოსწავლეები და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.
- ირანის მასწავლებელთა კავშირმა დაგმო "სასტიკი და არაადამიანური" რეიდები და განათლების მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
- არსებული ინფორმაციით, მათ სასიკვდილოდ სცემეს მოსწავლე გოგო, რომელმაც უარი თქვა, ემღერა რეჟიმის სადიდებელი ჰიმნი.
- ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის ბოლო ანგარიშის თანახმად, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საპროტესტო აქციების შედეგად დაიღუპა 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები