მაკრონი რუსეთისთვის "უსაფრთხოების გარანტიებზე" ალაპარაკდა და უკრაინის პასუხიც მიიღო
ამ თემაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელევიზიასთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უსაფრთხოების გარანტიებს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც უკრაინა ითხოვდა, რომელიც სამხედრო აგრესიის მსხვერპლია.
- რუსეთი კი არაპროვოცირებულ აგრესიას სწორედ მათი უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დადგომით და ნატოს გაფართოების შიშით "ამართლებდა".
- ამავდროულად, საფრანგეთი მზაობას გამოხატავდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველეყო.
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ იდეას საფრანგეთის პრეზიდენტი ძველი მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ხშირად ატარებს, მაგრამ უკრაინა ენთუზიაზმით არ ხვდება.
- ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების დღიდან იმეორებდა, რომ მზად არის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა 4 რეგიონის ანექსიის შემდეგ, მან ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა.
რა თქვა მაკრონმა: საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს, როგორ დააკმაყოფილებს რუსეთის საჭიროებას უსაფრთხოების გარანტიებზე, თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
- "ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ — როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა — არის შიში იმისა, რომ ნატო უახლოვდება მათ კარებს და განლაგდება იარაღი, რომელიც შეიძლება დაემუქროს რუსეთს", — განაცხადა მან.
- "ეს იქნება მშვიდობის თემის ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია — როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს", — განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
რა უპასუხა არახამიამ: ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები და ამისთვის საკმარისია:
- დატოვონ მათი ქვეყნის ტერიტორია;
- გადაიხადონ რეპარაცია;
- დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე;
- ნებაყოფლობით დათმონ ბირთვული იარაღი.
- არახამიას თქმით, ამის შემდეგ მზად არიან, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრონ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები