უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის მონახულებას და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს
შესაბამისი განცხადება უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა ტელეგრამ არხზე გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს და მიზეზად ტექნიკური პირობების არარსებობა დაასახელეს, პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედში, მიხეილ სააკაშვილის პალატაშია გადაღებული.
- კადრები აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით თარიღდება და უხმოდ და უკონტექსტოდ არის შეკრული. 10-წუთიანი ვიდეოდან ბოლო პერიოდის კადრებს, რომლებიც სააკაშვილის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს, ყველაზე ნაკლები დრო, 19 წამი ეთმობა. ნაწილზე კი თარიღი საერთოდ არ ჩანს.
- ვიდეომასალის გამოქვეყნებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ, თუ "სიმულაციური ქმედებები" არ შეწყდებოდა, გაასაჯაროებდნენ მტკიცებულებებს.
დეტალები: ლუბინეცის თქმით, უკრაინა, როგორც დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
- მისივე განცხადებით, "კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილია, განგაშსა და შეშფოთებას იწვევს".
- "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მე პირადად, როგორც უკრაინის ომბუდსმენს, საჭიროდ მიმაჩნია, დავრწმუნდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მომცეს საშუალება, მოვინახულო უკრაინის მოქალაქე, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ ვივამედში იმყოფება.
- ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების სათანადო პირობები ან ხელი შეუწყოს გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში", — წერს უკრაინის სახალხო დამცველი.
უკრაინის საგარეო უწყება, ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ქართულ მხარეს მოუწოდებს, მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს;
- "ასევე, დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადადების თხოვნა, რათა შემდგომში გადაიყვანოს იგი ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში", — ნათქვამია განცხადებაში.
- გარდა ამისა, უწყება ითხოვს, დმიტრო ლუბინეცს სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცეს.
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები