რუსეთის საგარეო საქართველოსთან თანამშრომლობით კმაყოფილია და სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს
ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთთან უვიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, პირდაპირი ფრენები კი 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აიკრძალა.
- 2012 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
- უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. ნაწილმა აქ უძრავი ქონებაც შეიძინა და ბიზნესებიც დაირეგისტრირა.
- მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი რუსეთს სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, ჩვენთან თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრობენ.
დეტალები: გალუზინი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სტაბილური კავშირების არსებობა ქართველების ინტერესებშიცაა.
- ამის მიზეზად კი რუსული პროპაგანდის ტრადიციული არგუმენტები მოჰყავს: "მეგობრობის უძველესი ტრადიციები, კეთილმეზობლობა, საერთო ისტორია, კულტურა და სულიერი ფასეულობები გვაერთიანებს".
- ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი საქართველოსთან ურთიერთობით კმაყოფილია და ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვითარდება.
- "მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2, 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით", — თქვა მან.
- თუ ასე გაგრძელდება, მინისტრის მოადგილე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავს.
- "რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება".
არქივიდან: ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავენ.
- 17 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
- მინისტრი ამ განცხადებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი საკმაოდ ლიბერალურია და არ არის გამორიცხული, მისი გადახედვა მოგვიწიოს.
-
ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ოფიციალური მომართვა ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა უცნობია, რა პოზიცია ექნება ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს.
ფართო კონტექსტში: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების, ფრენების აღდგენისა და ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეები ხშირად აპელირებენ, რომ საქართველო რუსეთის ეკონომიკაზეა დამოკიდებული და სხვაგვარად ვერ გადავრჩებით, თუმცა ასე არ არის.
- ამავდროულად, ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მიღებას ურთულებს.
- CNN-ის ცნობით, ევროკავშირის მინისტრებმა მიაღწიეს კონსენსუსს, რომ სრულად შეაჩერონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება.
- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით კი, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაცემული ახალი ვიზების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.
- საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, საჰაერო სივრცის დაკეტვასა და რუსული მედიის აკრძალვას დიდი ხანია, ითხოვენ.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები