"ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მთხრობელი" — ნინო ხარატიშვილს კარლ ცუკმაიერის მედალი გადაეცა
გერმანულენოვან ქართველ მწერალს, დრამატურგსა და თეატრის რეჟისორს, ნინო ხარატიშვილს, კარლ ცუკმაიერის მედალი გადაეცა. აღნიშნული პრიზი გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის მიწაზე გაიცემა "გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის" წინაშე დამსახურებისთვის. რაინლანდ-პფალცის ოფიციალურ ვებგვერდზე ნინო ხარატიშვილი "ერთ-ერთ უდიდეს გერმანულენოვან მთხრობლად" არის მოხსენიებული.
"ნინო ხარატიშვილს არაჩვეულებრივად გამოსდის თავშესაქცევისა და პოზიციის, ცალკეული ადამიანების ბედისწერისა და ისტორიის შერწყმა", — აცხადებს რაინლანდ-პფალცის ლიდერი მალუ დრაიერი, — "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მისი რომანები შემაშფოთებლად რელევანტურია. ისინი ჰყვებიან დრამებსა და ტრაგედიებს, რომლებიც ლამის ანტიკურ ნამუშევრებს უტოლდებიან, სვამენ მნიშვნელოვან შეკითხვებს ბრალეულობასა და პასუხისმგებლობაზე, ომის ხანგრძლივ შედეგებსა და დანაშაულზე.
"მის რომანებში შავბნელი მხარეცაა, თუმცა, ამის მიუხედავად, სინათლე არასდროს ქრება. ასეთი ოპტიმიზმით იგი ძალიან ჰგავს დიდებულ კარლ ცუკმაიერს".
კარლ ცუკმაიერი მე-20 საუკუნეში მოღვაწე გერმანელი მწერალი და დრამატურგი გახლდათ. მისი სახელობის მედალი რაინლანდ-პფალცის მიწაზე 1979 წლიდან გაიცემა. ამ პრიზის ლაურეატები სხვადასხვა წელს გახდნენ ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან ფრიდრიხ დიურენმატი და ჰერტა მიულერი.
რაც შეეხება ნინო ხარატიშვილს, ეს მისთვის, რასაკვირველია, პირველი აღიარება არაა. არაერთი ბესტსელერის ავტორი ბუკერის საერთაშორისო პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინანტიცაა. 2014 წელს გამოცემული მისი მასშტაბური რომანი, მერვე სიცოცხლე, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბესტსელერად იქცა. ხარატიშვილი "ტოლსტოის მემკვიდრედაც" მოუხსენიებიათ. მისი წიგნები მსოფლიოში მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
სულ რამდენიმე კვირის წინ ქართულად ითარგმნა მწერლის ამ დროისთვის ბოლო რომანი — უკმარი სინათლე. აღნიშნული წიგნი გასულ წლის ბერლინალეზე იმ 10 საუკეთესო რომანს შორის დაასახელეს, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. ჯერ კიდევ ორიგინალურ ენაზე გამოცემამდე ხარატიშვილის ამ ნაწარმოების თარგმნის უფლება 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამომცემელ HarperCollins-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენაზე წიგნის გამოცემიდან სამ დღეში ტირაჟი სრულად გაიყიდა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები