დღეს, პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღის განმავლობაში ხმაურის და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა საპარლამენტო სხდომა, სადაც საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.

  • აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვის დაწყება ნიშნავს დიდი რუსული კედლის მშენებლობას.
  • მათი შეფასებით, კანონპროექტისთვის მსვლელობის მიცემა ხელს შეუშლის ქართველი ხალხის მცდელობას, გააძლიერონ ერთმანეთი და გააძლიერონ ქვეყანა, ასევე, მტრულად წარმოაჩენს ქვეყნის მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას.

დეტალები: აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 10-ზე მეტი პირია დაკავებული, მათ შორის, ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი.

  • ონლაინ გამოცემა პუბლიკას დირექტორი და მთავარი რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს მოღალატე უწოდა.
  • On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი პარლამენტის ეზოდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.