რას ამბობს საია გუშინდელ აქციაზე ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების დაკავების ფაქტებზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, რასაც პარალელურად პარლამენტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით.
- დაძაბული სიტუაციის გამო, საჭირო გახდა სხდომის დარბაზის შეცვლა, ასევე, განხილვაზე არ დაუშვეს კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები და პოლიტიკოსები, მათ შორის — ხაბეიშვილი და ვაშაძე.
- რუსული კანონის გასაპროტესტებლად პოლიტიკოსებმა 6 საათზე პარლამენტთან აქცია დააანონსეს და მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდეს.
- საპროტესტოდ შეკრებილ მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პოლიცია აპატიმრებდა.
- ხოლო მედიაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა იძალადეს — საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი.
- აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი დააკავეს
დეტალები: ორგანიზაციის თქმით, წყაროებიდან ირკვევა, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გადაინაცვლეს და თქვეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობდნენ.
- აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა.
- კერძოდ, დაკავება, როგორც უკიდურესი ფორმა, ასევე, უზრუნველყონ დემონსტრანტებისა და მედია წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით შეუფერხებელი სარგებლობა.
- "სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წლებია ავიწროებს ადგილს შეკრებებისა და გამოხატვის უფლებით მოსარგებლე პირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას", — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს — უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება და, ასევე, ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება.
- დაკავებულებს მისცეს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, დროულად შეხვდნენ მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს და დაკავების შესახებ აცნობონ ოჯახის წევრებს.
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — შეისწავლოს მედია წარმომადგენლების, დემონსტრანტების დაკავების, სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები