რა მოთხოვნები აქვთ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს — მოკლედ

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ამის შესახებ მედპერსონალმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევა მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა.
- ითხოვენ, რომ არ შეიცვალოს კლინიკის ადგილმდებარეობა.
- მათივე თქმით, ერთი წლის წინ რესპუბლიკურის მედპერსონალს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციაზე.
- წერილში ნათქვამია, რომ კლინიკა გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და ამის შენარჩუნება აუცილებელია.
- საკითხს გამოეხმაურნენ ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე.
- გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს უნივერსიტეტთან დაახლოებული და უნივერსიტეტთან მჭიდრო კონტრაქტით მომუშავე დაწესებულება.
დეტალები: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მანამ, სანამ ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის დანგრევის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდა, ამას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა.
- მათივე თქმით, მინისტრის ნათქვამს მალე მოჰყვა კიდევ ერთი განცხადება, რომ კლინიკა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდა დაინგრეს, თუმცა არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი.
- "ეს ის კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და დაარსების დღიდან დგას ხალხის სამსახურში, თავგანწირვითა და ღირსეულად ემსახურება თავის ქვეყანასა და მოქალაქეებს", — ამბობენ თანამშრომლები.
მედპერსონალს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს. მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნა, პრემიერმინისტრთან შეხვედრაა იმის გამო, რომ ფიქრობენ, ღარიბაშვილთან სწორი ინფორმაცია არ მიდის. ამიტომ მასთან საკითხის საბოლოო დაზუსტება სურთ.
- ითხოვენ დაუბრუნდნენ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას არსებული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას, მუშაობის უწყვეტობის პირობებში. აგრეთვე ნებისმიერი სამშენებლო სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების პროცესში არსებული სამედიცინო პერსონალის სრულ და უპირობო შენარჩუნებას.
- "ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან", — ითხოვენ კლინიკის თანამშრომლები.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები