ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

დეტალები: Georgian Airways მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ იფრენს.

  • შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას დღეს, 16 მაისს, მისცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უვიზო რეჟიმი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმდა, 2012 წელს კი საქართველოს მხრიდან ცალმხრივად აღდგა. ხოლო პირდაპირი ფრენები 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თავად აკრძალა.

  • მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო ოკუპანტ ქვეყანას სანქციებს უწესებს და იზოლაციაში აქცევს, საქართველო სანქციებს არ უერთდება, თან ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მცდელობები უკვე დიდი ხანია შესამჩნევია.
  • სერგეი ლავროვიც კი ამბობდა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებით კმაყოფილები არიან და შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.
  • 2022 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა ისიც, რომ თანამშრომლობა ვითარდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.
  • 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამტკიცებდა, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზეს.
  • ქართულ ოცნებაში ამას არ ადასტურებდნენ, მაგრამ ფრენების აღდგენის იდეას ყოველთვის მიესალმებოდნენ.
  • შედეგად, პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
  • აგრესორმა პრეზიდენტმა, გაუქმა თავისივე შეზღუდვაც, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.