ოპოზიციამ ბოქლომი მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ოლქსაც დაადო

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია პირველი
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად ევროპული საქართველოს წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ოლქს ბოქლომი დაადეს. ადგილზე იმყოფება მიხეილ ყაველაშვილიც, რომელმაც ოფისში შესვლის წინ მედიასთან არ ისაუბრა.
"შენობის იერსახე ზიანდება" — ასე პასუხობდნენ სამართალდამცავები ოპოზიციის წარმომადგენლებს, სანამ მათ ბოლქომის დადებას უფლებას არ აძლევდნენ. ბოქლომის დადების შემდეგ სერგო რატიანმა განაცხადა: "მატყუარებს ბოქლომი დავადეთ, ახლა უნდათ ხერხონ, უნდათ წყვიტონ".
ამის შემდეგ სერგო რატიანს ერთი პირი დაუპირისპირდა. სიტუცია პოლიციამ განმუხტა.
"მაინც დაგაბოქლომებთ"
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.
ამავე თემაზე:
- ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს
- მატროსოვის ციხეს არ დაადონ ბოქლომი და დანარჩენს ავიტანთ — წულუკიანი
- გაგიშვებთ პოლიტიკურ სამარეში — ოპოზიციას მამუკა მდინარაძის ოფისზე ბოქლომს არ ადებინებენ
- აჭარის უმაღლესი საბჭოც "დააბოქლომეს"
- პოლიციამ დაინახა სერგო რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა როგორ მიაყენეს, თუმცა არავინ დააკავა
- ვურჩევდი, ცირკაჩობას მოეშვან — რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს ''დაბოქლომებაზე''
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები