გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე უზენაესში უვადო მოსამართლეები გახდნენ

მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ. მათ მხარი ქართულმა ოცნებამ დაუჭირა.
თადუმაძე წლების განმავლობაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 2018 წელს გენერალური პროკურორი გახდა.
გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს. თადუმაძის დიპლომზე საუბრობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, ისე ოპოზიცია. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.
გაიგეთ მეტი:
- რა (ვერ) გავიგეთ შალვა თადუმაძისგან თავის დიპლომზე
- კონცენტრირება მიჭირს... — მოსამართლეობის კანდიდატი კითხვაზე ღირსებისა და პატივის შესახებ
- გენერალური პროკურორის მოადგილეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მთავარი გამოწვევა საქმეთა გადატვირთულობაა
- მოსამართლეობის კანდიდატს მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ღმერთის არსებობას აღიარებს
განახლება: 12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ
დღეს, 12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.
პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.
პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.
საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები