დეკანოზის გათავისუფლება სასურველი იქნებოდა, ეკლესიის წინააღმდეგ პერფორმანსი დასრულდებოდა — ჯაღმაიძე
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სასურველი იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ "ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პერფორმანსი" დასრულდებოდა. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, დეკანოზი ერთგვარი მძევალია იმ ადამიანების ხელში, ვინც ეკლესიას ებრძვის:
"ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ, აი, ამ ფაქტორს, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას, ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და, ჩვენი აზრით, ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა ეს. ჩვენი ხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მძევლადაც კი არის იმ ხალხის ხელში, ვისაც დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო შეიძლება, ამ კუთხითაც გავზომოთ".
მისივე თქმით, 4 იანვარს საპატრიარქოში სტუმრად მისულ პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პატრიარქთან არ უსაუბრია:
"ეს არის მორიგი ტყუილი იმ სერიიდან, რომელიც ხშირად გაგვიგონია დეკანოზის გარემოცვიდან".
ჯაღმაიძის თქმით, სხვადასხვა მსჯავრდებულთან დაკავშირებით პრეზიდენტს შუამდგომლობით ხშირად მიმართავს და ასი შემთხვევიდან 95-ზე უარს იღებენ.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ იქნება ამ პროცესებში სრულად ჩართული და ვერ იქნება გავლენის მომხდენი. ამაზე ლაპარაკობს სტატისტიკა".
რაც შეეხება პრეზიდენტის არგუმენტებს დეკანოზის არშეწყალებასთან დაკავშირებით, ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს არ ევალება პრეზიდენტის განცხადებების შეფასება და მხოლოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 6 იანვარს საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ზურაბიშვილმა მამალაძის არშეწყალების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი "ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს".
დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა თითქმის ორი წლის შემდეგ, ოქტომბერში მიმართა.
გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მის ძმას, თორნიკეს მამალაძეს სექტემბრიდან პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი.
გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები