კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებისას ტრუდოს ცოლს გრიპის სიმპტომები გამოუვლინდა.

ამ ეტაპისთვის პრემიერ მუშაობას სახლიდან იმუშავებს. მისი ცოლის, სოფი გრეგორი ტრუდოს პასუხებს კორონავირუსზე კი ელოდებიან.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 130 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილი კი 4 ათასზე მეტი ადამიანია. კანადაში ამ ეტაპისთვის 122 შემთხვევაა კორონავირუსის, ხოლო გარდაცვლილი მხოლოდ ერთი ადამიანია.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: