რა შეღავათებს სთავაზობენ კომპანიები და ორგანიზაციები მომხმარებლებს კორონავირუსის დროს
სია ახლდება...
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საზოგადოებას თავშეყრის ადგილების არიდების რეკომენდაცია გასცა. პანდემიად გამოცხადებული ინფექციის გამო, საქართველოში (ამ დროისთვის) 245 ადამიანი კარანტინშია, ნაწილი — თვითიზოლაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, თვითიზოლაციის დროს მთავარია საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი და სხვა ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა. შვება ისაა, რომ აკრძალვები მხოლოდ პირდაპირ კონტაქტს ეხება და არა ინტერნეტის ან მობილურის გამოყენებას. საკუთარ თავზე ზრუნვის პარალელურად კი ამ დროს დისტანციურად მუშაობაც შეგიძლიათ, პრობლემების მოგვარებაც და განტვირთვაც.
ქართული კომპანიები პასუხისმგებლობას იჩენენ და მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობენ. მათ შორის არიან ბანკები, რესტორნები, ლიტერატურული პორტალები და სხვა სერვისები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ.
გიჩვენებთ კომპანიებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მომხმარებლებს სხვადასხვა სახის შეღავათები შესთავაზეს.
1. ამერიკის საელჩო საქართველოში
სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, აშშ-ის საელჩოს სურს, რომ ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმაროს. ამიტომ ამერიკელი დიპლომატები ყოველდღიურად ფეისბუქლაივში თავის საყვარელ მოთხრობებს წაიკითხავენ ინგლისურ ენაზე.
2. საბანკო სექტორი
ქართული ბანკები, მათ შორის თიბისი, საქართველოს ბანკი და VTB, მომხმარებლებს სესხების დასაფარად შეღავათებს სთავაზობენ. საქართველოს ყველა მოქალაქე სამი თვის განმავლობაში, მარტიდან მაისის ჩათვლით, სასესხო მომსახურებისგან გათავისუფლდება. გადაწყვეტილება ბანკებმა პრემიერმინისტრთან განხილვის შემდეგ მიიღეს.
3. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო. თუმცა ეს ყველაფერი არაა — "ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა", — აცხადებენ ფედერაციაში.
4. UGT
UGT-ის შვილობილი კომპანია IT-Knowledge თვითიზოლაციაში მყოფ პირებს Microsoft Office-ის პროგრამებს: Word-ის Excel-ისა და PowerPoint-ის დისტანციურ კურსებს უფასოდ სთავაზობს.
5. პიცალანდია
პიცალანდიას გუნდმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს სადილზე პიცები გაუგზავნა გულისამაჩუყებელი წარწერით: "მადლობა თავდადებისთვის თითოეულ თქვენგანს".
6. ჩიკორი
ჩიკორიმ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინე ზონაში მყოფი ადამიანები გამომშრალი ხილის ქართული ნაწარმით მოამარაგა.
7. lit.ge
ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია lit.ge საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომას აძლევს პლატფორმაზე განთავსებულ წიგნებზე. შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ და წაიკითხოთ პალიტრა L-ისა და სულაკაურის გამომცემლობის 2093 ელექტრონულ წიგნზე.
8. სულაკაურის გამომცემლობა
დისტანციური სწავლების პროცესის გასამარტივებლად, სულაკაურის გამომცემლობაზე სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები უფასო ხდება.
9. საბა
16 მარტიდან 1 თვის განმავლობაში, საბა უფასო და შეუზღუდავ წვდომას სთავაზობს ყველას სრულ ბიბლიოთეკაზე. ონლაინ ბიბლიოთეკის სიტყვებით, ეს გამომცემლობების "უპრეცედენტო მხარდაჭერის" შედეგია.
10. REDMED
13 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით REDMED-ის პლატფორმაზე ექიმის ვიდეოკონსულტაციების უფასოდ მიღება შეგიძლიათ. სერვისი მისაწვდომია როგორც ვებგვერდით, ისე აპლიკაციით (iOS, Android).
11. უჯაფო
უჯაფომ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები და კორონავირუსით ინფექცირებული პაციენტები ვიტამინებით დაასაჩუქრა.
12. ზუმარტი
იმ პირებისთვის, ვინც მიუსაფარ ძაღლებს უვლის, ზუმარტმა ჯამში 2 ტონა საკვები გამოყო. უფასო პროდუქცია უკვე სრულად გაჩუქდა.
13. საქართველოს ეროვნული ლატარია
საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ (lotto.ge) ინფექციური საავადმყოფოს პერსონალთან კომუნიკაციის შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, კარანტინში მყოფებსა და ექიმებს აუცილებელი საჭიროების მქონე ნივთები მადლობის ნიშნად გადასცა.
14. ჰუალინგ ჯგუფი
ჰუალინგ ჯგუფმა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ექიმებისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა.
15.უფასო ზარები
ბილაინი და მაგთი მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროში (1505) და დაავადებათა კონტროლის ცენტრში (116 001) უფასო ზარებს სთავაზობს. მაგთის ასევე უფასო ზარები აქვს საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზთან (0800 000 018).
16. უკონტაქტო მიტანის სერვისი
Covid-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ვოლტსა და menu.ge-ს უკონტაქტო მიტანის სერვისი აქვთ. რაც შეეხება გლოვოს, ის ხელმოწერის გარეშე ჩააბარებს შეკვეთას ადრესატს. ამასთან ერთად, ვოლტი, მასტერქარდით გადახდის შემთხვევაში უფასო მიტანის სერვისს გთავაზობთ.
17. თიბისი დაზღვევა
თუკი აუცილებლად გიწევთ საზღვარგარეთ მოგზაურობა და შეიძენთ სამოგზაურო პოლისს, რომლის სადაზღვევო პერიოდი დაემთხვევა COVID-19-ის პანდემიის პერიოდს, პოლისით გათვალისწინებულ სტანდარტულ დაფარვებთან ერთად, სადაზღვევო შემთხვევის დროს, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებთ.
18. ევექსი
ევექსი ჰოსპიტლები კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების შემთხვევაში თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში ოთხ სამედიცინო დაწესებულებას გამოყოფს, სადაც მხოლოდ დაინფიცირებულ და სავარაუდოდ დაინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ.
19. არქი
არქი 30 000 ლარს კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად გამოყოფს. თანხა შესაბამის ფონდსა თუ ორგანიზაციაში გადაირიცხება.
20. აქვა გეო
კომპანია აქვა გეო ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს სნოსა და კობის წყლებით მთელი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ მოამარაგებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები