დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს და თურქეთის მთავრობიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. ამის შეასახბე ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.

"აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები", — ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთი და საქართველო კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში თურქეთის ელცშ, ფტმა ჯერან ოზგანს შეხვდა.

დღევანდელი, 14 მარტის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შემოწმების შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი შვეიცარიიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან შემოსულებისთვისაც დაწესდა. აქამდე მსგავსი შეზღუდვები დაწესებული იყო რვა ქვენისთვის: ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ავსტრია.

გუშინ, 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარს კეტავს. შეზღუდვა 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში გავრცელდება. მახარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყნაში შეუფერხებელი შესვლა. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

დღეს, 14 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: