საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 49-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა. დღეს ეს უკვე მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი, მეორე მოქალაქე გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი.

საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა

დღეს, 21 მარტს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს მიმართა. პრეზიდენტმა კი შესაბამისი დეკრეტი გამოსცა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ცნობილია, რომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა გამონაკლისის სახით, ბოიკოტის რეჟიმს წყვეტს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს. უცნობია, რას აპირებს პატრიოტთა ალიანსი.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება (პრემიერის განმარტებით, ეს ეხება ეკლესიასაც);
  • სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
  • შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.

საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:

  • აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
  • დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
  • დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
  • დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.

აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: