ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, ბენზინგასამართების გარდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა სავაჭრო ობიექტი დროებით იხურება. მუშაობას გააგრძელებენ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბენინგასამართი სადგურები, საფოსტო ქსელები და საბანკო განყოფილებები. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი, რომ ვირუსის შიდაგადაცემა შევაფერხოთ", — აღნიშნა გახარიამ.
როგორც პრემიერი ამბობს, საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი, რომლებთან ერთადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელეს. გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის:
"პრეზიდენტთან შეთანხმებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და აღსრულებას".
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
დღეს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში მყოფი 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია. იმ ადამიანებს შორის, ვისი ვირუსით ინფიცირებაც 19 მარტს დადასტურდა, ერთ-ერთი 80 წელზე მეტისაა, მას თანმხლები მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს.
საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი, პაციენტი N1 უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 262.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მომდევნო ორ კვირაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რადგან საქართველოში უკვე დააბრუნეს საზღვარგარეთ მყოფი 2 000 მოქალაქე, რომლებიც საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის 18 მარტის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
დღეს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლება შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობას ჯერ არ აცხადებს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კარანტინის გამოცხადება.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობას ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებების გამკაცრება შესთავაზა, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ის აღნიშნავს, რომ ეს საკვებ ობიექტებსა და აფთიაქებს არ უნდა შეეხოს.
ამასთან, გაიცა რეკომენდაცია, სავაჭრო ობიექტებს იჯარის გადასახადი შეუჩერდეთ თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.
გარდა ამისა, დღეიდან ამოქმედდება შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 9 ძირითად პროდუქციაზე ფასები არ გაიზრდება.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს იღებენ და კითხვებს წინასწარ გზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. მათ შორის ერთი თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობდა. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინში გადაყვანილია 127 ადამიანი. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები