მზად ვარ დამიჭირონ — მღვდელი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად აღდგომას წირვაზე წავა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი შალვა კეკელია ამბობს, რომ ურჩევნია ციხეში მოხვდეს, ვიდრე აღდგომის დღესასწაულზე წირვაზე ვერ წავიდეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს განუცხადა.
"მე რომ, მაგალითად, მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ. სულ რომ მოვკვდე, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს ვერ დავთმობ ეკლესიას. აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველა ქრისტიანისთვის. ურწმუნოება მომკლავს, თუ ვირუსი მომკლავს... მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წამოვიდე. მე მაგალითად მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე", — ამბობს მღვდელი შალვა კეკელია.
დღეს, 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმი 21 აპრილამდე გასტანს, აღდგომის დღესასწაული კი 19 აპრილსაა.
საგანგებო მდგომარეობის დროს რიგ შეზღუდვებთან ერთად, ათ ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.
გუშინ, 20 მარტს, სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეკლესიისთვის საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, მიუღებელია. რაც შეეხება ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლისა და საეკლესიო რიტუალების უსაფრთხოებას კორონავირუსის პანდემიის დროს, სინოდი აცხადებს, რომ "ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოწმედების სფეროა", სადაც აღესრულება "ღვთაებრივი სასწაულები".
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 49-მდე გაიზარდა. დღეს ეს უკვე მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი, მეორე მოქალაქე გარდაიცვალა.
ამ ეტაპისთვის გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი.
საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა
დღეს, 21 მარტს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს მიმართა. პრეზიდენტმა კი შესაბამისი დეკრეტი გამოსცა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ცნობილია, რომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა გამონაკლისის სახით, ბოიკოტის რეჟიმს წყვეტს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს. უცნობია, რას აპირებს პატრიოტთა ალიანსი.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:
- აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება (პრემიერის განმარტებით, ეს ეხება ეკლესიასაც);
- სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
- შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
- იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
- საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:
- საკომენდატო საათის შემოღებას;
- მედიის მუშაობის შეზღუდვას;
- სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას;
- ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.
საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:
- აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
- კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
- აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
- დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
- დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
- დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
- საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.
აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:
- მუშაობა შეწყვიტა ყველა სავაჭრო ობიექტმა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და საფოსტო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა;
- აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება;
- საზღვარი დაკეტილია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის;
- საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- საჯარო დაწესებულებების ნაწილმა, მათ შორის, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა მომსახურებები შეზღუდა;
გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები