ბუნებრივი აირის მიმწოდებლები და საგანგებო მდგომარეობა — იქნება თუ არა შეღავათები
ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო მოქალაქეთა ნაწილს შემოსავლის წყარო შეუმცირდა, ზოგიერთმა სამსახური დაკარგა ან დროებით უხელფასო შვებულებაში გასვლა მოუწია. მთავრობაში აცხადებენ, რომ კრიზისულ ბიუჯეტზე მუშაობენ. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ საუბარია სოციალური დაცვის მექანიზმებზე, მათ შორის "რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე". თუმცა, რას გეგმავს მთავრობა კომუნალური გადასახადების კუთხით ჯერჯერობით უცნობია.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კი კომუნალური მომსახურების მომწოდებელ კომპანიებს ახლა რთული პერიოდი აქვთ.
მანამ, სანამ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს, On.ge შეეცადა გაეგო, რას გეგმავენ ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიები ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო და ხომ არ აპირებენ აბონენტებს დავალიანების გადავადება ან სხვა სახის საშეღავათო პირობები შესთავაზონ.
სოკარ ჯორჯია გაზში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო რაიმე სახის საშეღავათო პირობები არ აქვთ. მათივე თქმით, შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიამ აბონენტებს თებერვლის თვეში დარიცხული დავალიანების გადასახდელი ვადა თითქმის 1 თვით გაუხანგრძლივა.
"საუბარია თებერვლის თვის დარიცხვაზე, რომელიც 24 რიცხვში დაირიცხა და ახლა უკვე, თითქმის 1 თვის თავზე ავალდებულებს აბონენტებს, რომ თანხა გადაიხადონ. სხვა რაიმე სახის შეღავათი არ არის, გარდა იმისა რომ აბონენტს შეუძლია დისტანციურად, მეილის საშუალებით მოგვმართოს და სერვისცენტრში დამონტაჟებულ ყუთში ჩააგდოს მათი მოთხოვნა თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარკვეული თვეების განმავლობაში მოახდენენ დავალების გადანაწილებას", — აცხადებენ სოკარ ჯორჯია გაზში.
საგანგებო მდგომარეობის გამო აბონენტებს დავალიანების გადახდის განსხვავებულ პირობებს არც თბილისი ენერჯიში სთავაზობენ. მათი თქმით, დაგროვილი ვალის გადანაწილება ან გადავადება აქამდე არსებული წესისამებრ, განცხადების საფუძველზეა შესაძლებელი.
"მიმდინარე დავალიანებას არ ეხება გადავადება ან გადანაწილება. როდესაც დაგროვილ ვალზეა საუბარი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია განცხადების საფუძველზე მოხდეს გადავადება ან გადანაწილება", — აცხადებენ თბილისი ენერჯიში.
ვარკეთილაირში ამბობენ, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო აბონენტებს შეღავათს უწევენ და ბუნებრივი აირის მიწოდებას არ უჩერებენ. მათივე განცხადებით, კომპანია ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასა და გადახდისუუნარო მოსახლეობის ზრდას და გადახდის თარიღს 21 რიცხვიდან 31 რიცხვამდე გადაავადებს.
"ჩვენ როდესაც მოგვმართავენ, იმის მიხედვით ახლა რა მდგომარეობაცაა, ჩვენ ჩვეულებრივად შეღავათებს ვუკეთებთ როგორც გვთხოვენ. საგანგებო მდგომარეობის გამო დავალიანების გამო გაზს ჩვენ არ ვთიშავთ", — აცხადებენ ვარკეთილაირში.
კიდევ ერთ კომპანიაში, ენერგოკავშირში, რომელიც ბუნებრივ აირს თბილისის ზოგიერთ უბანს აწვდის, ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო "ჯერჯერობით არაფერი შეუცვლიათ".
On.ge ბუნებრივი აირის რეგიონებში მიმწოდებელ რამდენიმე კომპანიასაც დაუკავშირდა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამო ჯერჯერობით მომსახურების პირობები არ შეუცვლიათ და არც აპირებენ. ზოგიერთი მათგანი კი, მაგალითად, სენაკის გაზი სემეკის გადაწყვეტილებას ელის.
"პასუხს ვერ გაგცემთ. ეს, როგორც ასეთი, სემეკის განკარგულებიდან უნდა მოდიოდეს", —აცხადებენ სენაკის გაზში.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ხელისუფლებას კონკრეტული ხარჯების შემცირებას და სანაცვლოდ კომუნალური ვაუჩერების დარიგებას ურჩევენ.
ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მომდევნო 8 თვის მანძილზე საპენსიო შენატანი შეაჩერონ და დანაზოგი ფულით 120-ლარიანი საყოველთაო კომუნალური ვაუჩერები დაარიგოს. მათი განმარტებით, საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერებით, სახელმწიფოს 130 მილიონი ლარზე მეტი გამოუთავისუფლდება, რაც ეყოფა 120 ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ყველა იმ ოჯახისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს არ აჭარბებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი გამოდის ინიციატივით, კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი პირების ოჯახებს მთავრობამ 100-ლარიანი ვაუჩერი დაურიგოს, რომელიც მათ 4 თვის განმავლობაში გადაეცემათ და ჯამში ერთ ოჯახზე 400 ლარი დაიხარჯება. პარტიის განმარტებით, დაფინანსების წყარო სამივლინებო ხარჯები, მთავრობის სარეზერვო ფონდი და პრემია-დანამატების შემცირება უნდა იყოს. მათივე განცხადებით, დახმარების პაკეტისათვის საჭირო თანხა 25 მილიონი ლარია, რომელიც 60 ათას ოჯახზე უნდა გადანაწილდეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები