20 ათასი გარდაცვლილი აშშ-ში და 60 გამოჯანმრთელებული საქართველოში — 11 აპრილის შეჯამება
11 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 754 457;
- გარდაცვლილი — 107 520;
- გამოჯანმრთელებული — 395 418.
მდგომარეობა საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 242;
- გამოჯანმრთელებული — 60;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 4929;
- სტაციონარში — 405;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
"მაჩვენე შენი ID ბარათი" — ტუნისის ქუჩებში ადამიანებს "რობოკოპი" აკონტროლებს
სპეციალური რობოტი ტუნისელ პოლიციელებს დედაქალაქში კარანტინის წესების დაცვაში ეხმარება. რობოტი დისტანციურად იმართება და იგი ინფრაწითელი და თერმული კამერებითაა აღჭურვილი — მას ასევე განგაშის ხმოვანი სისტემაც გააჩნია.
"რას აკეთებ? მაჩვენეთ თქვენი პირადობის მოწმობა. არ იცით რომ კარანტინია?" — ასე მიმართავს რობოტი კარანტინის დამრღვევებს.
დღის ფოტო
ინდოეთში კაცს კორონავირუსზე ტესტს უკეთებენ
რა ხდება მსოფლიოში
- პანდემიის მიუხედავად ბელარუსი ფეხბურთის ეროვნულ ჩემპიონატს მაინც ატარებს
- პუტინის პრესსპიკერი თათბირზე "ვირუსების დამბლოკველი" ბეიჯით მივიდა
- ჩიკაგოს პოლიციის 237 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- აშშ-მ შესაძლოა, სავიზო სანქციები დაუწესოს ქვეყნებს, რომლებიც პანდემიისას მოქალაქეების ევაკუაციას აჭიანურებენ
- პესკოვის თქმით, მოსკოვში კორონავირუსის გავრცელების მხრივ რთული ვითარებაა
- სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპირებენ
- ინდოეთში საყოველთაო კარანტინის გახანგრძლივებას აპირებენ
- კენტუკის გუბერნატორის თქმით, ყველას, ვინც აღდგომას სახლში არ დარჩება, კარანტინის გავლა მოუწევს
- აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 2000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
- რუსეთში სოციალურ მედიაში COVID-19-თან დაკავშირებულ ზომებზე "ყალბ ინფორმაციას" დაბლოკავენ
- აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
აშშ-მ გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გადაასწრო
აშშ-მ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით იტალიას გადაასწრო. ამერიკაში, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირებულია, 20 071 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიაში ინფიცირების 147 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილი კი 19 468 ადამიანია.
აშშ გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ერთ დღეში ორი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
რა ხდება საქართველოში
- ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ COVID-19 შემთხვევები სამამდე გაიზარდა
- მაჭარაშვილი: შეიძლება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მოგვიწიოს
- გირჩი საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციოს მიმართავს
- დიდ დიღომში კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარი გაჩნდა
- ენმ: გასაჯაროვდეს ივანიშვილის მიერ გადარიცხული 100 მილიონის წარმომავლობა და ტრანზაქციები
- შსს: ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევის 139 შემთხვევა გამოვლინდა
- ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა
- ამერიკიდან საქართველოში 79 მოსწავლე დაბრუნდა
დღის მთავარი ჰედლაინი
კორონავირუსისგან უკვე 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ინფიცირების საერთო რაოდენობა 11 აპრილს 242-მდე გაიზარდა, თუმცა ასევე მოიმატა გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ. ვირუსი უკვე 60-მა ადამიანმა დაამარცხა. გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
იზოლაციაში მოწყენილმა ოჯახმა სიმპსონების დასაწყისი გააცოცხლა
სახლში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ, როგორც იქნა მივხვდით, რას გრძნობენ შინაური ცხოველები, რომლებიც სახლს იშვიათად ტოვებენ, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდულ პირობებს ადამიანების წარმოსახვის უნარი არ დაუზარალებია.
ასე მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ ტვიტერის მომხმარებელმა ჯოელ სანდერლენდმა კარადაში კარგად მივიწყებული სიმპსონების კოსტიუმები აღმოაჩინა და გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად სპრინგფილდში ემოგზაურა.
ვიდეო დაბალბიუჯეტურია, თუმცა ბავშვები და მშობლები ერთნაირად მონდომებულები არიან, რის გამოც მისი ყურებისას სახიდან ღიმილს ვერ მოიშორებთ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- სრული კარანტინი ლენტეხში და 100 ათასი გარდაცვლილი მსოფლიოში — 10 აპრილის შეჯამება;
- ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება;
- დასრულებული კარანტინი ვირუსის ეპიცენტრ უხანში და 200-ზე მეტი ინფიცირებული საქართველოში — 8 აპრილის შეჯამება
- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კორონავირუსის პანდემიისას — 7 აპრილის შეჯამება
- 10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები