15 უხერხული სიტუაცია ელენის შოუდან, რომელიც ახლა პრობლემური ჩანს
წინა თვის მიწურულს მედიამ ელენ დეჯენერისის შოუში სავარაუდო ტოქსიკური გარემოს შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც ელენმა თანამშრომლებს საჯაროდ მოუბოდიშა.
მიუხედავად ამისა, ელენის შოუ დახურვის საფრთხის წინაშეა, ხალხმა კი ბრალდებების შემდეგ ელენსა და მის შოუს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და რამდენიმე ისეთი მომენტი იპოვა, რომელიც, ერთი შეხედვით, საკმაოდ პრობლემურია. თქვენ თვითონ განსაჯეთ:
1. როდესაც ელენმა აუდიტორიის წევრი თავისი მაღაზიიდან უფასო საქონლის ერთზე მეტი ნივთის აღების გამო გაკიცხა:
ელენი: "კიდევ იღებ?"
2. როდესაც მან ეკრანზე ჯასტინ ბიბერის შიშველი ფოტოები გაუშვა:
ჯასტინი: "ასეთ უხერხულ სიტუაციაში რატომ მაყენებ?"
3. როდესაც მან მერაია ქერის ალკოჰოლის დალევა აიძულა იმის დასამტკიცებლად, რომ ფეხმძიმედ არ იყო:
"გახსოვთ, მერაია რომ ფეხმძიმე მივიდა ელენის შოუში 2008 წელს, მან კი საპირისპიროს დასამტკიცებლად ალკოჰოლის დალევა აიძულა? მიუხედავად იმისა, რომ მერაიას ეს არ უნდოდა...
რამდენიმე კვირაში მუცელი მოეშალა"
4. როდესაც მან სელინ დიონის ბიჭის თმას დასცინა და თქვა, რომ ის ძალიან გრძელი იყო:
ელენი: "ამ თმას როდის შეჭრით?"
სელინი: "რატომ, რამე არ მოგწონს?"
5. როდესაც მან მართა სტიუარტს ეს საკმაოდ ეიჯისტური კომენტარი უთხრა:
ელენი: "მართა, შენ სექსტინგობდი?! იცი, ეგ რა არის?"
6. როდესაც ელენმა შონ ჰაიესს ეს უთხრა:
ელენი: "რამდენ ხანს გაგრძელდა Will & Grace, სანამ გაგაუქმეს?"
შონი: "მგონი, შენს სიტკომზე უფრო დიდხანს"
7. როდესაც ელენმა ბლეიკ შელტონს იმ საათზე ჰკითხა, რომელიც მას "მისცა":
ელენი: "გახსოვს, ის საათი რომ მოგეცი?"
ბლეიკი: "არა, არ მოგიცია. კულისებში რომ გავედი, ვიღაცამ მითხრა: 'ჰეი, მადლობა შოუზე მოსვლისთვის. შეიძლება, ეგ ავიღო?' და გამომართვეს"
8. როდესაც მან დაკოტა ჯონსონს უსაყვედურა, დაბადების დღეზე რატომ არ დამპატიჟეო — მიუხედავად იმისა, რომ დაპატიჟა:
9. როდესაც ელენმა ვენდი უილიამსს ჰკითხა, შვილს მისი ხომ არ რცხვენოდა:
ელენი: "შენით ამაყობს თუ ხანდახან არცხვენ ხოლმე?"
10. როდესაც კეტი გრიფინთან ინტერვიუში ელენი მთელი საუბრის განმავლობაში მისი იუმორის "გესლიანობასა" და "უპატიოსნობაზე" აქცენტირებდა:
11. როდესაც მან კაილი ჯენერის თმას დასცინა და ხელი ჩაავლო:
12. როდესაც მას დაავიწყდა, რომ კეტი პერი დაქორწინებული იყო:
ელენი: "დაქორწინებული არ ყოფილხარ"
კეტი: "არ გახსოვს, ამ შოუში რომ საქორწილო საჩუქრები მომეცი?"
13. როდესაც ელენის პროდიუსერებმა კალუმ სკოტს უთხრეს, ელენისთვის თვალებში არ შეეხედა:
"არ მჯერა, რომ ამას მართლა ვამბობ... მაგრამ 23 სექტემბერს @TheEllenShow-ში ვიქნები!!!"
კულისებში ვიყავი და შოუში გასვლამდე სცენის მენეჯერი მოვიდა. ვუთხარი, "არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ", მან კი მითხრა, "ჰო, ძალიან მაგარია, მაგრამ გახსოვდეს, რომ ელენს თვალებში არ უნდა უყურო — სხვა ყველაფერი მოსულა, მაგრამ თვალებში არ უყურო".
14. როდესაც ელენმა არიანა გრანდეს წინასწარ შეუთანხმებლად დაუწყო ინტერვიუს ჩაწერა (მას უბრალოდ უნდა შეესრულებინა):
არიანა: "ღმერთო, ეს სიგიჟეა. მომზადებული არ ვიყავი"
15. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, როგორ აძაგებდა მედია ტეილორ სვიფტს, მან იმ კაცებთან გადაღებული ფოტოების სლაიდ-შოუ მოუწყო, ვისაც ჭორების მიხედვით ხვდებოდა და აიძულა "ზარი დაერეკა" ყოველი მათგანისთვის, რომელზეც სიმღერა დაწერა:
მსგავს თემაზე:
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები