ნიდერლანდების ზოოპარკში გეი პინგვინებმა ლესბოსელების წყვილს კვერცხები მოპარეს
გეი პინგვინები დროს არ კარგავენ.
ნიდერლანდების ზოოპარკში მამრი აფრიკული პინგვინების გეი წყვილმა, რომელმაც შარშან ჰეტეროსექსუალი პინგვინების წყვილს კვერცხი მოპარა და საქვეყნოდ ცნობილი გახდა, ამჯერად ლესბოსელთა დუეტის კვერცხს დაეპატრონა, როგორც ეს DierenPark Amsersfoort-მა დაწერა Facebook-ზე.
Dutch News-თან საუბარში ზოოპარკის ცხოველების მომვლელმა სანდერ დროსტმა თქვა, რომ გეი პინგვინები მორიგეობით ასხდებიან კვერცხებს, რათა მუდმივ სითბოში ამყოფონ ისინი. თუმცა, დროსტის თქმით, კვერცხები გაუნაყოფიერებელია და, სავარაუდოდ, არ გამოიჩეკება, რადგან ისინი ლესბოსელი პინგვინების წყვილმა დადო.
წელს, ცოტა უფრო ადრე, დროსტმა RTC Utrecht-თან საუბრისას განაცხადა, რომ მამა-პინგვინები საკმაოდ დომინანტურები იყვნენ:
"სამყოფელში ყველა წყვილს თავისი სახლი აქვს, მაგრამ ეს წყვილი ორ სახლს დაეპატრონა".
წინა წლის ნოემბერში გეი პინგვინებმა ჰეტეროსექსუალთა წყვილს მოპარეს კვერცხი, თუმცა ის არ გამოიჩეკა და გეი წყვილს შვილი ჯერაც არ აღუზრდია ერთად.
"პინგვინების სახეობების უმეტესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში მონოგამიურია და, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჯვარდება", — თქვა მინესოტის უნივერსიტეტის ეკოლოგიის, ევოლუციისა და ქცევის პროფესორმა მარლინ ზუკმა.
მეცნიერებმა არ იციან, რამდენად ხშირია ერთნაირსქესიანი წყვილები პინგვინებში, რადგან ეს პაწაწინა ქმნილებები ველურ ბუნებაში ყველანი ერთნაირად გამოიყურებიან, თუმცა, ზუკის თქმით, ეს ნამდვილად შეინიშნება ზოოპარკებში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ერთნაირსქესიანმა წყვილმა კვერცხი სხვა დუეტს მოპარა.
ორი წლის წინ დანიის ზოოპარკში გეი პინგვინების სხვა წყვილმა პატარა ბარტყი მოიტაცა, როცა დედამისი ცურავდა. მას შემდეგ, რაც ჰეტეროსექსუალმა მშობლებმა თავიანთი ბარტყის ძებნა დაიწყეს, ის ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდა.
გარდა ამისა, შარშან ივლისში ერთნაირსქესიან პინგვინთა, როკისა და მარამას, წყვილი ცნობილი გახდა იმით, რომ ლონდონის Sea Life Aquarium-ში ბარტყი იშვილა. დედა-პინგვინები რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მოხვდნენ მედიაში მას შემდეგ, როცა მათი 4 თვის ნაშიერი მსოფლიოს პირველი "უგენდერო" პინგვინი გახდა.
ზუკს სჯერა, რომ ერთნაირსქესიანი აფრიკული პინგვინების წყვილს, უბრალოდ, ოჯახის ერთად შექმნა სურს.
"სხვა რომ არაფერი, ურთიერთობაში ყოფნა და ბარტყის ერთად გამოზრდა პინგვინობის ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია", — თქვა მან.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
კომენტარები