საწყენია, რომ ბატონმა სოსომ ამ ხალხთან [მთავარი არხი] გამოფინა ხვაშიადი — წულუკიანი
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარტიის დატოვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, სამწუხარო იყო, რომ ჯაჭვლიანი საკუთარი წყენის გამოსახატავად იმ ხალხთან მივიდა, რომლებმაც მისივე მონაწილეობით რუსთაველზე აქცია დაარბიეს.
"არ მგონია, რომ ბატონი სოსო ჩემთვის შორეული ადამიანია. ეს ცოტა უფრო პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურზე და ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა საკუთარი წყენის გამოსახატავად, რომელმაც მისივე მონაწილეობით რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამ ხალხთან ბატონ სოსოს მოუნდა, რომ თავისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
მკლავჭიდის ეროვნული ფედრაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, იგი ქართულ ოცნებას ტოვებს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"ახლა, დღეიდან, ამ წუთიდან, ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ. იმ ზონდერ-ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები. ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია, აბა რა არის?", — განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომაზე დაპირისპირება 17 ოქტომბერს მოხდა. ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომის მოთხოვნით მწვრთნელებისა და სპორტსმენების ნაწილი სხდომაზე შევიდა და მას წყალი და ბოთლები ესროლა.
სექტემბრის დასაწყისში მწვრთნებელმა განაცხადეს, რომ სოსო ჯაჭვლიანს აქამდე პრემიებს უნაწილებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ახლა ამ თანხას აღარ აძლევენ, ის მათ ჩანაცვლებას აპირებს.
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გენადი კვიკვინია ამბობდა, რომ პრემიის ნაწილი, რომელიც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სახელმწიფოსგან ერიცხებოდათ, ჯაჭვლიანთან "მეგობრულად" მიჰქონდათ. მისივე განცხადებით, თავიდან, როცა ჯაჭვლიანი ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა, თავის საქმეს კარგად აკეთებდა, ამიტომ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი წილი საკუთარი კეთილი ნებით ჯაჭვლიანისთვის გაეყოთ. ბოლო დროს კი, კვიკვინიას თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ფედერაციისთვის არაფერი გაუკეთებია და კორონავირუსის პერიოდშიც არ დაინტერესებულა, რა მდგომარეობა აქვთ სპორტსმენებს.
რამდენიმე დღის წინ კი, სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ მას პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრა სურდა. ჯაჭვლიანის თქმით, მის ცოლს ქუჩაში "ვიღაც ნიღბიანი" დახვდა და დაემუქრა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები