ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღში თურქეთის სამშვიდობო მისიებიც იქნებიან
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღში რუს სამხედროებთან ერთად თურქული სამშვიდობო მისიაც იქნება. მან ამის შესახებ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს, დეკლარაციაზე ხელის მოწერამდე განაცხადა. დოკუმენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ასევე, ყარაბაღში რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. გავრცელებულ დეკლარაციაში თურქეთის მშვიდობისმყოფელებზე საუბარი არ არის.
ალიევმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინსა და რეჯებ ტაიპ ერდოღანს.
"მადლობა მისი [ერდოღანის] აქტიური მონაწილეობისთვის კონფლიქტის პოლიტიკური რეგულირების საქმეში. ერთ-ერთი პუნქტი ერთობლივი სამშვიდობო მისიაა რუსეთისა და თურქეთის, რითიც ჩვენ ვქმნით სრულიად ახალ ფორმატს რეგიონში ურთიერთობების არამხოლოდ კონფლიქტის დარეგულირების ჩარჩოების მოქცევის, არამედ სამომავლო განვითარების სახით", — თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს და სისხლისღვრას დაასრულებს.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს წერტილს დავსვამთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, მთავრდება ოკუპაცია აზერბაიჯანული მიწების. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტია ჩვენს რეგიონში და ისტორიული მოვლენაა მისი დასრულება. ისტორიულია პირველ რიგში აზერბაიჯანელი ხალხისთვის, რომელიც გათავისუფლდა მრავალწლიანი ოკუპაციიდან", — თქვა ალიევმა.
სომხეთმა და აზერაიჯანმა, რუსეთთან ერთად, ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა. მალევე, Twitter-ზე გამოქვეყნდა სრული დოკუმენტი, რაზე შეთანხმდნენ მხარეები. აქ არ ჩანს ხელმოწერები, თუმცა მითითებულია სამივე ქვეყნის წარმომადგენელი. მოგვიანებით, იგივე შინაარსი გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Liveuamap ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომიტინგეები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის დროს, სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი დემონსტრანტებმა მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს. ვრცელდება ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებედნენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებდა.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები