პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის — ნაცვლიშვილი
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელწმიფო მდივნის გზავნილი სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, მგლის თავზე სახარების კითხვაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ქართული ოცებისთვის. ასე გამოეხმაურა ნაცვლიშვილი გუშინ, 19 ნოემბერს, საბჭოს მიერ 36 მოსამართლის დამტკიცებას.
"პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვა იყო იუსტიციის საბჭოსთვის, რომელიც ფორმალურად კი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ, ყველას შეგახსენებთ, რომ იქ ქართული ოცნების მიერ არჩეული ხუთი წევრია და მათ გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება დანიშვნებზე. ჰოდა, პომპეოს გზავნილის კვალდაკვალ, გუშინვე 36 ახალი მოსამართლე დანიშნეს! "ოცნების" მიერ დანიშნული ყველა წევრი ერთის გამოკლებით [ნაზი ჯანეზაშვილი] კლანის ინტერესების მსახურია არჩევის დღიდან", — აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, მართლმსაჯულების გათავისუფლება ქართული ოცნების ინტერესებში არ შედის.
"საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს, უბნების ირგვლივ მობილიზებულ ძველ-ბიჭობას, ძველ-ბიჭობასთან შეზრდილ ადგილობრივ თვითმმართველობებს და პარტიულ შტაბებს რომ ჰქონდეთ რეალური შიში იმისა, რომ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა — მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. — გამოაშკარავდება და დაისჯება გაბედავდნენ ისინი ამ ყველაფერს?
ცესკომ და ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციამ რომ იცოდეს, რომ მათ მიერ მირეულ-მორეული "ბალანსი" ოქმებში, საარჩევნო დავების საფუძველი გახდება, ხოლო, ამ დავებს კანონის სრული სიმკაცრით განიხილავს და განსჯის დამოუკიდებელი სასამართლო, წავიდოდნენ ისინი გაყალბებაზე ციხეში წასვლის ფასად?
მაგრამ, ცალსახაა, რომ ქართული ოცნების ინტერესში არანაირად არ შედის მართლმსაჯულების გათავისუფლება. მერე რითი დაიცვას ნაქურდალი სიმართლე, ფული და ა.შ?", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გუშინ, 18 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დაამტკიცა.
საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დაინიშნა რამდენიმე ძალიან კარგი მოსამართლე. თუმცა, მისივე თქმით, როგორც სხვა დროს, ახლაც გამოიკვეთა ტენდენცია და ე.წ. კლანი წინასწარ იყო შეთანხმებული კანდიდატებზე.
გაიგეთ მეტი:
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა
- გახარიასთან შეხვედრისას პომპეომ ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა — საელჩო
- პომპეომ სასამართლოში არსებული კლანის შესახებ იკითხა — გვილავა შეხვედრის შემდეგ
- კმაყოფილი ვარ NGO-ებთან სასამართლო რეფორმაზე საუბრით, სამუშაო ბევრია და ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება — პომპეო
- რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, საარჩევნო პრეტენზიები შეიძლება გადაწყვეტილიყო — სახ.დეპი
- სასამართლო სისტემა, ე.წ. კლანი და ბიძინა ივანიშვილი — რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები მაიკ პომპეოს
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები