კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო — რიჟვაძე სირცხვილის დერეფნებზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომამდე სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ოპოზიციის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ეს დერეფნები ვიწრო არ დარჩეს.
"ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ეს მხოლოდ სამართლებრივ ფორმალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკურად ეს არის აბსოლუტურად უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ, ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში იქნება შესაბამისად პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული", — განაცხადა რიჟვაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული. ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს, რადგან 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ.
15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ. მისი ეს პოზიცია გააკრიტიკეს პარტიის ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა. ამ იდეას არ იზიარებენ არც ოპოზიციურ ერთობაში შემავალი სხვა პარტიები. მოგვიანებით, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში განმარტეს, რომ "სირცხვილის კორიდორი იქნება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის და არა ამომრჩევლებითვის".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები